თავში

იპოთეკური სესხების სუბსიდირების გარდამავალი ხარჯი 35,0 მლნ ლარია

იპოთეკური სესხების სუბსიდირების გარდამავალი ხარჯი 35,0 მლნ ლარია
იპოთეკური სესხების სუბსიდირების გარდამავალი ხარჯი 35,0 მლნ ლარია

"ეკონომიკურ-ფინანსურუ კრიზისის დროს ყველაზე დიდი რისკია უძრავი ქონების ბაზარი, იმიტომ, რომ უძრავი ქონების ბაზრის ფასების ცვალებადობამ შეიძლება გამოიწვიოს სისტემური ფინანსური პრობლემები," - სე ფიქრობს „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრი, პრემიერის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი. 

მისივე განმარტებით, ამ რისკების დაზღვევის მიზნით ამოქმედდა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა, რომელმაც. მისივე შეფასებით, კარგად იმუშავა.

„სამშენებლო სექტორისთვის სუბსიდირების საჭიროება დადგა გამომდინარე იმ რისკებიდან და არა უკვე მიღებული ფაქტიდან, რა რისკებიც ახლდა პანდემიას. როდესაც ეკონომიკური კრიზისი და მისი თანმდევი ფინანსური კრიზისი, ზოგადად, ქვეყანაშ ჩნდება, ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი რისკია უძრავი ქონების ბაზარი, იმიტომ, რომ უძრავი ქონების ბაზრის ფასების ცვალებადობამ შეიძლება გამოიწვიოს სისტემური ფინანსური პრობლემები. ამ რისკების დაზღვევას ემსახურებოდა სუბსიდირების პროგრამა, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა და დღეს, სამშენებლო სექტორს რომ ჰკითხოთ, ამას ძალიან პოზიტიური შედეგები მოჰყვა“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ,2020 წელს მოქმედი სამშენებლო სექტორის მხარდამჭერი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის გარდამავალი ხარჯი 35,0 მლნ ლარია.

იპოთეკურ სესხებში სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი 34.3%-ია.

მთავრობა იპოთეკური სესხების სუბსიდირების გაგრძელებას არ გეგმავს.

საქართველოს მთავრობის მონაცემებით, იპოთეკური სესხების სუსბსიდირების პროგრამის ფარგლებში სექტემბრის ჩათვლით 364 მილიონი ლარის სესხები გაიცა. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, პროგრამით სულ 3,823 მსესხებელმა ისარგებლა.

შეგახსენებთ, შეგახსენებთ, იპოთეკურ სესხებზე სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხებზე და სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვინც 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში აიღებს იპოთეკურ სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად.

დადგენილების მიხედვით, ძალაშია ჩამკეტი მექანიზმი, თუ რეფინანსირების განაკვეთი 5%-ს გაუტოლდება, სახელმწიფო თანადაფინანსებას წყვეტს. დაფინანსება აღდგება იმ შემთხევვაში, თუ რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 5%-ზე მაღალი იქნება.

წესების მიხედვით, განსაზღვრულია ფიქსირებულ და ცვლად განაკვეთში იპოთეკური სესხების გაცემის მოდელი. ორივე შემთხვევაში თანადაფინანსების წილი არა უშუალოდ 4%, არამედ „არაუმეტეს 4%-ია“. შესაძლებელია სხვადასახვა პერიოდის განმავლობაში მთავრობის თანადაფინანსება აუცილებლად 4%-ის ტოლი არ იყოს.

ფიქსირებული განაკვეთის სესხების შემთხვევაში თანადაფინანსების სტრუქტურა გამოითვლება ფორმულით - ხელშეკრულების გაფორმების დროს არსებულ რეფინანსირების განაკვეთს მინუს 4.25%-ით. ეს დღეს არსებულ ვითარებაში 8.25%-ს მინუს 4.25%-ია, რაც 4%-ს შეადგენს. იმ შემთხვევაში თუ წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი შემცირდება და მაგალითად 8% გახდება, მაშინ თანადაფინანსების პროცენტი 4%-ის ნაცვლად 3.75% იქნება.

პროგრამის ბიუჯეტი 70 მლნ ლარია.

"აწარმოე საქართველოში-მ“ იპოთეკური კრედიტების მხარდამჭერ პროგრამა დაიწყო. პროგრამა მოიცავს ორ კომპონენტს - კომერციულ ბანკში აღებული სესხის პროცენტის თანადაფინანსების ნაწილი და კომერციულ ბანკში აღებული იპოთეკური კრედიტის საგარანტიო ნაწილი. აღნიშნული კომპონენტებით სარგებლობა ერთ სესთან მიმართებით შესაძლებელია, როგორც ცალ-ცალკე, ასევე პარალელურად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system