თავში

იპოთეკური სესხების სუბსიდირებით 8,443-მა მსესხებელმა ისარგებლა

იპოთეკური სესხების სუბსიდირებით 8,443-მა მსესხებელმა ისარგებლა
იპოთეკური სესხების სუბსიდირებით 8,443-მა მსესხებელმა ისარგებლა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტისს ინფორმაციით, იპოთეკური სესხების სუბსიდირებით, რომელიც 2020 წელს დასრულდა, სულ 8,443-მა მსესხებელმა ისარგებლა. პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული მთლიანი საკრედიტო პორტფელის მოცულობა კი 827 მილიონი ლარი იყო. 

კობა გვენეტაძის შეფასებით, ამ პროგრამამ გასულ წელს ბაზარი გამოაცოვხლა და იპოთეკური დაკრედიტების წახალისებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. მისივე თქმით, სუბსიდირების შეწყვეტა იმოქმედებს აქტივობაზე, თუმცა, ჯამში არასუბსიდირებული ბინების გაყიდვის დინამიკა, გვენეტაძის აზრით, იძლევა იმედს, რომ პანდემიის დარჩენილ ფაზაში უძრავი ქონების ფასების მკვეთრ რყევებს არ უნდა ველოდოთ.

"სუბსიდირების პროგრამას ჰქონდა მნიშვნელოვანი გავლენა და მან გამოაცოცხლა ბაზარი. ამ პროექტის შედეგად, 2020 წლის მეორე ნახევარში იპოთეკური დაკრედიტების ტემპი თითქმის სრულად აღდგა და ეს იყო ფაქტორი იმისთვის, რომ სამშენებლო სექტორს თავიდან აერიდებინა მნიშვნელოვანი რყევები ბინების ფასებში. ბუნებრივია, რომ სუბსიდირების შეწყვეტა იმოქმედებს აქტივობაზე. განსაკუთრებით კი საწყის თვეებში, რადგანაც მოგეხსენებათ, რომ იანვარი ისედაც არაპანდემიურ სიტუაციაშიც სუსტი თვეა. ამასთანავე, იმის გამო, რომ სუბსიდიის პროგრამის დასრულება ხდებოდა საკმაოდ ბევრი გარიგებები დაიდო ახალ წლამდე. ანუ ის გარიგებები, რომლებიც სხვა შემთხვევაში შეიძლება თებერვალში ან მარტში დადებულიყო, ამან გადმოინაცვლა 2020 წლის ბოლოში. თუმცა, ჯამში არასუბსიდირებული ბინების გაყიდვის დინამიკა იძლევა იმედს, რომ პანდემიის დარჩენილ ფაზაში უძრავი ქონების ფასების მკვეთრ რყევებს არ უნდა ველოდოთ," - ამბობს გვენეტაძე. 

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი ინარჩუნებს გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას და სუბსიდირების პროგრამის გაგრძელებას კონტრპოროდუქტიული ეფექტი ექნება, რადგან ეროვნულ ბანკს დამატებით პოლიტიკის გამკაცრება მოუწევს. 

"დეველოპერულ სექტორზე გაწეული ხარჯის გადახდა დაეკისრება სხვა არანაკლებ დაზარალებულ სექტორებს. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ ეს ავიცილოთ ვფიქრობ, რომ მსგავსი პროგრამის გარეშე გაცილებით პოზიტიური შეიძლება იყოს ფისკალური დისციპლინაც ასევე ეფექტიანობა, იმისთვის, რათა მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსება საბაზრო მექანიზმებმა განაპირობონ, მათ შორის ფასების კორექტირების გზითაც. მოგეხსენებათ გარკვეულწილად კორექტირება მოხდა კიდეც,"- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system