თავში

იპოთეკური სესხის 20 %-ის გარანტიას მთავრობა საკუთარ თავზე აიღებს

იპოთეკური სესხის 20 %-ის გარანტიას მთავრობა საკუთარ თავზე აიღებს
იპოთეკური სესხის 20 %-ის გარანტიას მთავრობა საკუთარ თავზე აიღებს

იმისთვის რომ ბინის შეძენისას არც წინასწარი შენატანები და არც საპროცენტო განაკვეთები არ გაიზარდოს, მთავრობა წლის ბოლომდე აღებული ყველა იპოთეკური სესხის 20 %-ის გარანტიას საკუთარ თავზე აიღებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ამგვარად სახელმწიფო გამოდის მისი მოქალაქისთვის თანამსესხებელი. გარანტია გავრცელდება სეხებზე, სადაც თანამონაწილეობა ანუ პირველადი შენატანის მოცულობა იქნება არანკლებ 10 პროცენტისა.

"სახელმწიფო გასცემს გარანტიას იპოთეკურ სესხებზე. ნებისმიერი ფინანსური კრიზისის დროს იზრდება რისკები, რომ ადამიანები დაკარგავენ ან შეუმცირდებათ შემოსავალი. მსესხებლები ვეღარ შეძლებენ სესხის გადახდას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მსგავსი გარემოებები ჩვენთან ამ კრიზისის გამო არ მოხდეს და ამაზეა მიმართული ყველა ის ღონისძიება, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა, მათ შორის, სოციალური მხარდაჭერის პაკეტის ნაწილში, მაგრამ ამ რისკების ზრდა როგორც წესი, იწვევს, რომ იზრდება წინასწარი შენატანები ბინის შესყიდვის დროს, რაც იმას ნიშნავს მოქალაქეებისთვის იზრდება ერთობლივად გადასახდელი ხარჯები და დანაზოგები, რომელიც მათ განზრახული აქვთ რომ გადაიხადონ ბინის შეძენის დროს. იმისთვის რომ არ მოხდეს წინასწარი შენატანების გაზრდა და ასევე, ზოგადად საპროცენტო განაკვეთები არ გაიზარდოს, მთავრობა ახროციელებს წლის ბოლომდე აღებული იპოთეკური სესხის გარანტიას 20 %-ის ოდენობით. ამ ღონისძიებით სახელმწიფო გამოდის მისი მოქალაქისთვის თანამსესხებელი. ეს ნიშნავს იმას, რომ მსგავსი გარანტიის პირობებში პირველადი შენატანი არათუ არ გაიზრდება, შესაძლოა მნიშვნელოვნად შემცირდეს. ეს არის დამატებითი ღონისძიება იმისთვის, რომ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ადამიანისთვის და მოქალაქისთვის საცხოვრებელი ბინის შეძენა. გარანტია გავრცელდება სეხებზე, სადაც თანამონაწილეობა ანუ პირველადი შენატანის მოცულობა იქნება არანაკლებ 10 პროცენტისა," - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

დღეს გახდა ცნობილი, რომ მსესხებელს დაუსრულებელი მშენებლობისგან მთავრობა დააზღვევს. 2021 წლიდან ე.წ. Escrow ანგარიშები დაინერგება, რომელიც უზრუნველყოფს მსესხებლების დაზღვევას მშენებლობის დაუსრულებლობისგან. მშენებლობის დასრულების გარანტორი მთამთავრობა ხდება. პროგრის მიხედვით, თუ მშენებელი სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ფართობის 30%-ს ვერ გაყიდის თავისუფალ ბაზარზე, სახელმწიფო ამ მოცულობის ფართებს შეიძენს და ამ ბინებს დევნილების დასაკმაყოფილებლად გამოიყენებს. პროგრამა, დაახლოებით, 200 მილიონი ლარის ღირებულებისაა.

აპრილში იპოთეკურ სესხებზე მოთხოვნა 3-ჯერ შემცირდა, ბაზარზე მოთხოვნის გაჩენის მიზნით, მთავრობა იპოთეკურ სესხებს ასუბსიდირებს, რის შედეგადაც ლარში იპოთეკური სესხების პროცენტი7%-მდე შემცირდა, რაც ისტორიული მინიმუმია.

დღეიდან წლის ბოლომდე აღებულ იპოთეკური სესხების 4 პროცენტს მთავრობა გადაიხდის 5 წლის განმავლობაში. ანუ სუბსიდირება იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს შეეხება და სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება. სუბსიდირება გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარის ოდენობის იპოთეკურ სესხებზე და მხოლოდ მათ შეეხებათ, ვინც სესხს 2020 წლის 1-ელი ივნისიდან 2021 წლის 1-ელ იანვრამდე აიღებს.

სამშენებლო სექტორის დახმარების გეგმის ბიუჯეტი 434 მლნ ლარია, საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებაზე 70 მილიონი ლარი დაიხარჯება.

პრემიერის თქმით, ქვეყნის შენება უნდა გაგრძელდეს, რისთვისაც მთავრობა ყველაფერს გააკეთებს. მისივე თქმით, სამშენებლო სექტორი დღეს ქვეყანაში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია და ინდუსტრია დაახლოებით 240 ათას ადამიანს ასაქმებს. კრიზისამდე კი ქვეყნის დოვლათის ანუ ქვეყნის შიდა პროდუქტის 9 %-ს ქმნიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system