თავში

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში ტყვიის საწარმო უნდა აშენდეს

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში ტყვიის საწარმო უნდა აშენდეს
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში ტყვიის საწარმო უნდა აშენდეს

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ტყვიის საწარმოს მშენებლობის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მინისტრობის კანდიდატმა, პარლამენტში თავდაცვის სამინისტროს სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.


ღარიბაშვილის თქმით, მას სამხედრო მრეწველობის განვითარების, კერძოდ, ტყვიისა და სხვადასხვა სახის სამხედრო იარაღის წარმოების ინიციატივა ჯერ კიდევ მინისტრობისა და პრემიერობის დროს ჰქონდა.

„ჩემი სურვილი, სამხედრო მრწველობის განვითარება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მაგალითად, მე მოვიძიე ინფორმაცია და მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო რამდენიმე ათეულ მილიონს შეიძლება ხარჯავდეს, ასევე შსს და სხვები, თუნდაც ტყვია-წამლის შეძენაში, რაც არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა.

ჯერ კიდევ ჩემი მინისტრობის დროს და შემდეგ პრემიერობის დროს, ერთ-ერთი მთავარი პოექტი, რაც მქონდა ეს იყო ტყვიის საწარმოს მშენებლობა საქართველოში. ვფიქრობ, ეს უნდა გავაკეთთ დღეს და რა თქმა უნდა ყველა სახის იარაღის წარმოება, გარდა ბირთვულისა. ვფიქრობ, ჩვენ ამას შევძლებთ“-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system