თავში

ირაკლი ხმალაძე: ვადაგასული შემადგენლობა მეტროპოლიტენში არ მოძრაობს

ირაკლი ხმალაძე: ვადაგასული შემადგენლობა მეტროპოლიტენში არ მოძრაობს
ირაკლი ხმალაძე: ვადაგასული შემადგენლობა მეტროპოლიტენში არ მოძრაობს

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე თბილისის მეტროპოლიტენში საექსპლუატაციო ვადაგასული არც ერთი შემადგენლობა არ მოძრაობს. ამის შესახებ ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, 40 ახალი ვაგონის შესყიდვის შემდეგ, მეტროპოლიტენში 150 შემადგენლობიდან მხოლოდ 10 შემადგენლობა შეიცვლება. "12 ახალი შემადგენლობა უკვე დავამატეთ მეტროპოლიტენს. ეს არის ჩვენს ბაზაში არსებული ძველი ვაგონების მოდერნიზება, რომელიც არ დადიოდა ქსელში და ახლა დადიან. 12 მატარებლით მეტი დადის ახლა მეტროპოლიტენში. ამაში რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიხარჯა. მარტო კახა კალაძის მერობის პერიოდი მაქვს მხედველობაში. ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება. ახლა, 40 ვაგონი ჩაანაცვლებს ტექნიკურად ექსპლუატაციიდან გასულ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც პასპორტის მონაცემებით ეწურება ექსპლუატაციის ვადა. ბაზაში მეტი სარეაბილიტაციო და სამოდერნიზაციო ვაგონები ჩვენ აღარ გვყავს. ახლა არც ერთ შემადგენლობა, რომელსაც საპასპორტო ექსპლუატაციის ვადა აქვს გასული თბილისის მეტროპოლიტენში არ დადის. ყველა ვაგონი, რომელიც მოძრაობს, ჯერ კიდევ იმყოფება ექსპლუატაციის პერიოდში. თადარიგს ვიჭერთ 2 წლით ადრე. ახლა არის 150-ზე მეტი შემადგენლობა და დაახლოებით, 300-მდე ვაგონი",- განაცხადა ხმალაძემ. რაც შეეხება მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროცესს, როგორც ვიცე-მერმა განაცხადა, კონკრეტული ვადების დასახელება როდის დაიწყება და დასრულდება პროცესი, მას გაუჭირდება თუმცა, მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ექსპერტიზის სამუშაო მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system