თავში

ირაკლი კოვზანაძე: გაზრდილი ბიუჯეტი პენსიებს მოხმარდება

ირაკლი კოვზანაძე: გაზრდილი ბიუჯეტი პენსიებს მოხმარდება
ირაკლი კოვზანაძე: გაზრდილი ბიუჯეტი პენსიებს მოხმარდება

2020 წლის ბიუჯეტი 800 მლნ ლარით იზრდება. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა.

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განმარტებით, საპარლამენტო კომიტეტები დოკუმენტის განხილვას მიმდინარე კვირის ბოლოდან დაიწყებენ ხოლო პირველი შემაჯამებელი სხდომა კი 18 ოქტომბერს გაიმართება. მისი განცხადებით, პარლამენტის საბიუჯეტო პროცესი დეკემბრის ბოლოს დასრულდება.

ირაკლი კოვზანაძის განმარტებით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, სახელმწიფო ასიგნებები განსაზღვრულია თითქმის 14 მილიარდ 200 მილიონის ფარგლებში, რომელიც 800 მილიონით მეტია, ვიდრე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებითაა განსაზღვრული.

„სხვაობა არსებულ ბიუჯეტებს შორის თითქმის 800 მილიონია, რომელიც მიმართული არის საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობისათვის და უკეთესი ცხოვრებისათვის. ეს თანხები ძირითადად მიმართულია პენსიების გასაზრდელად, სხვადასხვა მიმართულებით პედაგოგების, ჯარისკაცების, პოლიციელების ხელფასების, გასაზრდელად, ასევე, ჯანდაცვისთვის და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობისთვის და უკეთესი ცხოვრებისთვის“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system