თავში

ირაკლი კოვზანაძე: სახელმწიფო ბიზნესის მხარეს არის

ირაკლი კოვზანაძე: სახელმწიფო ბიზნესის მხარეს არის
ირაკლი კოვზანაძე: სახელმწიფო ბიზნესის მხარეს არის

"სახელმწიფო ბიზნესის მხარეს არის," - ამის შესახებ პარალამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საგადასახადო კოდექსში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს.

დღეს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილავ საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რომელიც ბიზნესისთვის, კერძოდ იმ კომპანიებისთვის რომლებიც სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებენ გარკვეულ შეღავათებს გულისხმობს. 

ცნობისთვის, 2020 წლის 1 მაისიდან 6 თვით, ვისაც აქვს ხელფასი 1500 ლარამდე 750 ლარის ნაწილში საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება,

კომიტეტის თავმჯდომარე ბიზნესს მოუწოდებს შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები.

„ხდება გარკვეული სოციალური რისკების გადაზღვევა. გარდა საშემოსავლო გადასახადისა, შეღავათებია დღგ-ს კუთხით, არენდისა და ლიზინგის ნაწილში. რაც მნიშვნელოვანია და წარმოდგენილ ცვლილებებს კომიტეტი მხარს უჭერს,“-განაცხადა კოვზანაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მთავრობის მიერ ინიცირებული საგადასახადო კოდექსში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system