თავში

ირანი ნავთობის ექსპორტის ზრდისთვის ემზადება

ირანი ნავთობის ექსპორტის ზრდისთვის ემზადება
ირანი ნავთობის ექსპორტის ზრდისთვის ემზადება

ირანის მთავრობამ ნავთობის სამინისტროს დაავალა სამი თვის ვადაში მოემზადოს ნედლი ნავთობის სრული დატვირთვით წარმოებისა და ექსპორტის მოცულობის ზრდისთვის. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ირანში აშშ-ს მიერ მათ წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებას ელიან. ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი აცხადებს, რომ ქვეყანა დღეში 2 მილიონზე მეტი ბარელის მოცულობის ნავთობის ექსპორტს ახორციელებდა, მანამ ვიდრე 2018 წელს პრეზიდენტმა ტრამპმა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლა გადაწყვიტა და თეირანს სანქციები ხელახლა დაუწესა. ამ ნაბიჯმა ირანის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენა, ვინაიდან ქვეყანა ნავთობის ექსპორტს ვეღარ ახერხებდა.

"ნავთობის სამინისტრო გადადგამს ყველა საჭირო ნაბიჯს იმისათვის რომ მოამზადოს ნავთობიექტები წარმოებისა და გაყიდვისთვის“, - განაცხადა რუჰანიმ.

ირანი ამჟამად დღეში 300 000 ბარელზე ნაკლები მოცულობის ექსპორტს ახორციელებს, მაშინ როდესაც მაგალითად 2018 წელს 2.8 მლნ ბარელის ექსპორტს ახორციელებდა.

ამერიკის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ირანის შეთანხმებას გადახედავს. ის არ გამორიცხავს სანქციების შემსუბუქებას, თუ თეირანი ბირთვული შეთანხმების პირობებს შეასრულებს. სწორედ ამის საფუძველზე ირანის პრეზიდენტი რუჰანი ნავთობის ექსპორტის ზრდისთვის ქვეყანას ამზადებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system