თავში

ირანი "ოპეკის" მარტის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს

ირანი "ოპეკის" მარტის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს
ირანი ოპეკის მარტის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს

ირანის ნავთობის მინისტრის ბიჟან ნამდარ ზანგანეს განცხადებით, ირანის ისლამური რესპუბლიკა მონაწილეობას მიიღებს ოპეკის მორიგ შეხვედრაში, რომელიც გაიმართება 2020 წლის მარტის თვეში.

მინისტრმა აღნიშნული განცხადება გააკეთა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრის შემდეგ.

მან ასევე აღნიშნა თავისი ბოლოდროინდელი საუბარი რუსეთის ენერგეტიკის მინისტრთან ალექსანდრ ნოვაკთან: "რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის აზრით, ნავთობის მოპოვების შემდგომი შემცირება არ არის აუცილებელი მარტის თვეში დაგეგმილ ოპეკის შეხვედრამდე".

თავის სხვა გამოსვლაში ზანგანემ მიანიშნა მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში "კორონოვირუსის" ნაპერწკალზე და დასძინა, რომ ამ სასიკვდილო ვირუსის გავრცელება წარმოადგენს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის მერყეობის ძირითად მიზეზს.

ცნობისთვის კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობით ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილს ირანი იჭერს.

შეგახსნებთ, შეგახსენებთ, ჩინეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 71 ადამიანი დაიღუპა, საერთო ჯამში კი ქვეყანაში გარდაცლილთა რაოდენობამ 2 663-ს მიაღწია.

9-მდე გაიზარდა მსხვერპლის რაოდენობა სამხრეთ კორეაში, ინფიცირებული კი - 893 ია. 7 ადამიანი გარდაიცვალა იტალიაში, დავადებულთა რაოდენობა 231- ია. კორონავირუსით 12 ადამიანი დაიღუპა ირანში. 

მსოფლიო მასშტაბით კი, კორონავირუსმა ამ დროისთვის 2 701 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 80 150 ინფიცირებულიდან გამოჯანმრელებულია 27 626 ადამიანი.

ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია მსოფლიოს შესაძლო პანდემიისთვის მზადყოფნას ურჩევს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა თედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. მისი თქმით, ვირუსთან ბრძოლის უნივერსალური მეთოდი ჯერჯერობით არ არსებობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system