თავში

ირანის ოპოზიცია პეტიციას ავრცელებს

ირანის ოპოზიცია პეტიციას ავრცელებს
ირანის ოპოზიცია პეტიციას ავრცელებს

ირანის ხელისუფლებას ჩინეთთან, როგორც პოლიტიკურად გაკოტრებულ რეჟიმთან, 400 მილიარდიანი გარიგების დადებაში  ადანაშაულებენ. ირანში ოპოზიციის წარმომადგენლები ავრცელებენ პეტიციას, რომელშიც აღნიშნული შეთანხმება გათანასწორებულია ხელშეკრულებებთან, რომელიც ირანმა გააფორმა რუსეთთან 1813 წელს. საუბარია 1813 წლის გულისტანის საზავო ხელშეკრულებაზე (ირანმა რუსეთს დაუთმო ქართლ-კახეთის სამეფო, სამეგრელოს სამთავრო, გურიის სამთავრო, იმერეთის სამეფო, აფხაზეთის სამთავრო და ა.შ. აგრეთვე სპარსეთმა დაკარგა უფლება კასპიის ზღვაზე ფლოტის ყოლისა. ამ უფლებით მხოლოდ რუსეთის იმპერიას შეეძლო ესარგებლა) და 1828 წლის თურქმენჩაის ზავზე (რუსეთის შემადგენლობაში შევიდა ერევნისა და ნახჭევანის სახანოები).

"შეთანხმებამ შეიძლება გამოიწვიოს ირანის გარდაქმნა ეკონომიკურად დამოკიდებულ ქვეყანად და პეკინს შეეძლება გავლენა მოახდინოს თეირანის საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე," - აღნიშნულია პეტიციაში, ხოლო სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ვიდეოები, რომელშიც ჩანს ამ შეთანხმების საწინააღმდეგო მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლები წარწერით "ირანი არ იყიდება".

ირანის ეროვნული უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ირანის მიზანია რუსეთთან გააფორმოს ხელშეკრულება, რომელიც ჩინეთთან გაფორმებული კონტრაქტის ანალოგიურია. თუმცა თუ გავითვალისწინებთ რუსეთის ფინანსურ შესაძლებლობებს, ეს საეჭვო ჩანს. უფრო სავარაუდოა ის ვარიანტი, რომ დასავლეთის სანქციების შედეგად ეკონომიკური კოლაფსის შიშით რუსეთი თვითონ იქნება იძულებული წავიდეს ისეთ კაბალურ გარიგებაზე ჩინეთთან, როგორც ეს უკვე გააკეთა ირანმა. შეგახსენებთ, ირანმა და ჩინეთმა 27 მარტს ხელი მოაწერეს 25 – წლიან სტრატეგიულ თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური საკითხების მოგვარებას თეირანის წინააღმდეგ აშშ – ს მკაცრი სანქციების ფონზე.

გარიგებას "ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა" ეწოდა და მოიცავს სხვადასხვა ეკონომიკურ საქმიანობას, ნავთობისა და სხვა სასარგებლო წიაღისეულის ერთობლივ მოპოვებას, ირანში სამრეწველო საქმიანობის პოპულარიზაციას, ასევე ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობას. ოფიციალური ამ შეთანხმებას განიხილავს, როგორც პოლიტიკურ, სტრატეგიულ, ეკონომიკურ და კულტურულ პროგრამას ჩინეთთან მომდევნო 25 წლის განმავლობაში.  ხელშეკრულების დეტალები არ გახმაურებულა, თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ზოგადად აკმაყოფილებენ 2016 წლის გარიგების კრიტერიუმებს და გულისხმობს ჩინეთიდან ირანში ინვესტიციებს, სულ მცირე, 400 მილიარდი დოლარის ოდენობით 25 წლის განმავლობაში. აქედან 280 მილიარდი გამოზნულია ენერგეტიკის სექტორისთვის, ხოლო 120 მილიარდი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, რკინიგზასა და პორტებში. პეკინი აპირებს მსხვილი ინვესტიციების ჩადებას ირანის საბანკო და ტელეკომუნიკაციებიუს სფეროშიც. პეკინი ასევე გეგმავს ირანული ნავთობის იმპორტის გაზრდას. კერძოდ, პირველ ეტაპზე დაგეგმილია აპრილიდან დღეში 1 მილიონ ბარელამდე ირანული ნედლი ნავთობის შეძენა, ხოლო მომავალში მარაგების მოცულობის ზრდა. ირანული ნავთობი მიეწოდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას მნიშვნელოვანი ფასდაკლებით, რაც ჩინეთის ინვესტიციებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ასევე, ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, ჩინეთს შეეძლება გადაიხადოს მიტანის ფასები იუანით.

ცნობისთვის, ირანში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ზოგიერთი პროექტი უკვე ფინანსდება ჩინეთის მიერ. მაგალითად, ჩინეთის სახსრები უკვე იქნა გამოყენებული 926 კილომეტრიანი რკინიგზის რეკონსტრუქციისთვის თეირანსა და მაშჰადს შორის, რომელიც ჩინეთის ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივის ნაწილი გახდა და თეირანი დააკავშირა ჩინეთის ქალაქ ურუმჩისთან. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ შეიძლება გაგრძელდეს ახალი სატრანსპორტო პროექტების განხორციელება, მაგალითად, გაზსადენის მშენებლობა ირანიდან ჩინეთში ან ანკარა-თავრიზ-თეირანის რკინიგზა.

ჩინეთი ასევე აპირებს გამოიყენოს იაფი სამუშაო ძალები ირანში, ქარხნების ასაშენებლად, რომლებიც შექმნილია და კონტროლდება ჩინეთის მსხვილი საწარმოო კომპანიების მიერ, იგივე სპეციფიკაციებით და პარამეტრებით, როგორც ჩინეთში.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას ჩინეთსა და ირანს შორის. ირანი და ჩინეთი გეგმავს ერთობლივ პროგრამებს სამხედრო მოსამსახურეების მოსამზადებლად, თავდაცვის ტექნოლოგიებისა და იარაღის ერთობლივ წარმოებისთვის, ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლისთვის. მხარეები გაცვლიან სადაზვერვო მონაცემებს და ექნებათ ერთობლივი წვრთნები. ხელშეკრულებით ჩინეთის ირანს მიაწვდის იარაღსა და სამხედრო ტექნიკას.

შეთანხმებების კონპირაციულობა და გასაიდუმლოევბა, ნაკლები საჯაროობა და გაუმჭვირვალობა, იწვევს ბევრ კითხვას ირანელ ანალიტიკოსებსა და ოპოზიციაში, რიდ გამოც ირანის რეჟიმი კრიტიკის ობიექტი ხდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system