თავში

ირანის რომელ ნაწარმზე აამოქმედა ტრამპმა სანქციები

ირანის რომელ ნაწარმზე აამოქმედა ტრამპმა სანქციები
ირანის რომელ ნაწარმზე აამოქმედა ტრამპმა სანქციები

ამერიკის შეეთებულმა შტატებმა ირანს ახალი ახალი სანქციების დაუწესა, ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ სანქციები სამშენებლო სექტორსა და იმ ოთხ მასალას შეეხება, რომელსაც ირანი სამხედრო ან ატომურ პროგრამებში იყენებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განმარტებით, სანქციები წესდება ნედლეულის, ნახევრად მზა მეტალების, გრაფიტის, ნახშირის და პროგრამული უზრუნველყოფის გაყიდვაზე, თუკი ისინი ირანის სამშენებლო სექტორში იქნება გამოიყენება.

პომპეომ დაასახელა ოთხი ”სტრატეგიული მასალა”, რომლებიც ბირთვულ, სამხედრო ან ბალისტიკურ სარაკეტო პროგრამებთან დაკავშირებით გამოიყენება და განმარტა, რომ სანქციებს დაექვემდებარება აღნიშნული მასალებით ვაჭრობაც.

პომპეო სანქციების დაწესებას იმით ხსნის, რომ მისი თქმით, ირანის სამშენებლო სექტორს პირდაპირ თუ არაპირდაპირ ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსი აკონტროლებს, რომელსაც ვაშინგტონი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system