თავში

ირანსა და ავღანეთს შორის სარკინიგზო ხაზი გაიხსნა - რას ცვლის ეს რეგიონში

ირანსა და ავღანეთს შორის სარკინიგზო ხაზი გაიხსნა
ირანსა და ავღანეთს შორის სარკინიგზო ხაზი გაიხსნა - რას ცვლის ეს რეგიონში

2020 წლის დეკემბერში ირანსა და ავღანეთს შორის გაიხსნა 140 კმ სიგრძის სარკინიგზო ხაზი "ხაფი - გურიანი". ეს არის 225 კმ-იანი უმნიშვნელოვანესი სარკინიგზო ხაზის „ხაფი - ჰერათი“ მონაკვეთი. ექსპერტების განმარტებით, სარკინიგზო ხაზი, რომელიც ავღანეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში განლაგებულ ქალაქ ჰერათს ირანის გავლით უკავშირებს სტამბულს ისე, რომ კავკასია საერთოდ გვერდით რჩება.

რას ცვლის ეს რეგიონისა და საქართველოსთვის, ამის გარკვევა ორგანიზაცია "გახდი მესაკუთრეს" წევრთან, სატრანსპორტო-ლოგისტიკური სკითხების ექპსერტთან, ზურაბ მაღრაძესთან, შევეცადეთ. მისი განმარტებით, საქართველოს რეგიონში არაერთი უპირატესობა აქვს, თუმცა ნაკლებად იყენებს.მაღრაძე გვიხსნის, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა კონტინენტზე, რომელსაც სამ უზარმაზარ ბაზართან აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელშეკრულება, რაც ქვეყანამ საკუთარი სატრანზიტო პოტენციალის, ვაჭრობის გაზრდისთვის უნდა გამოიყენოს.

ზურაბ მაღრაძე დარწმუნებულია, რომ თურქეთი საქართველოს და მითუმეთეს აზერბაიჯანს სატრანზიტო მაგისტრალებიდან არ ჩახსნის, ამიტომ საქართველოს ადგილს აბრეშუმის გზის სარტყელში არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ჩინური ექსპორტი ყოველდღე იზრდება. მაღრაძე დარწმუნებულია, რომ ჩინური ექსპორტი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. მისივე განმარტებით, საოკეანო გადაზიდვებით ტვირთების ევროპაში ჩასვლას 45 დღე ჭირდება. კავკასიური დერეფნით კი 9 დღე. დღემდე საოკეონო ხომალდებით ევროპისკენ გადაიზიდება ტვირთების 97%. დანარჩენი რუსეთის რკინიგზებით.

"ანუ ახალი სარკინიგზო მაგისტრალი “ხაფი-ჰერათი” ვერანაირად ვერ გაუმკლავდება ტვირთებს მთლიანად, როცა დაიწყება მისი ექსპლოატაცია," - ამბობს მაღრაძე და დასძენს, რომ დროა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის სრულად გამოყენებაზე იფიქრობს ყველამ.

"ჩვენ, მთელი ქვეყანა, მთავრობა და ჩინოვნიკები, მედია და ჟურნალისტები, ბანკირები და მეწარმეები, რესტორატორები და ჰოტელიერები, უნივერსიტეტები და პედაგოგები, ტრანსპორტერები და ენერგეტიკოსები, რკინიგზელები და დეველოპერები უნდა ვამუშავებდეთ სავაჭრო-საქარავნო დერეფნის პროექტებს. თან ძალიან სწრაფად, თავისი ეკონომიკური მოდელირებით," - განმარტავს ექსპერტი. 

შეგახსენებთ, რეგიონის ლოგისტიკურ რუკაზე ახალი შტრიხები ჩნდება.ამ მხრივ, უნდა აღინიშნოს თურქეთ - სომხეთის (ყარსი - გიუმრი - ნახიჩევანი - ბაქოს) დერეფანიც, რომელიც, ტვირთნაკადების გადანაწილების თვალსაზრისით, რეგიონის ეკონომიკურ და ლოგისტიკურ რუკაზე ახალ რეალობას ქმნის, თუმცა, სპეციალისტების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ახალი ლოგისტიკური მარშრუტები საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე, მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს. მათი განმარტებით, ეს მარშრუტი მთაგორიანია, რაც მიმოსვლის დროს ზრდის, ტექნიკურ შესაძლებლობებს ართულებს. ეს კი საბოლოოდ ლოგისტიკის ტარიფს გაზრდის, რის გამოც ამ დერეფანს მის იაფ ალტერნატივასთან (BTK) კონკურენციის გაწევა გაუჭირდება. 

ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასა და დანარჩენ აზერბაიჯანს შორის სახმელეთო გზის გახსნაზე აზერბაიჯანი დიდ იმედს ამყარებს.

ნახიჩევანის სარკინიგზო დერეფნით ისარგებლებენ: თურქეთი, რუსეთი, სომხეთი და ირანი, ანუ აზერბაიჯანული მხარე ახალ სატრანსპორტო დერეფანში სომხეთის ჩართვას არ გამორიცხავს, თუმცა გარკვეული პირობით.

თურქეთ-აზერბაიჯანის სარკინიგზო გზის მშენებლობა ჯერ კიდევ 12 ნოემბერს დაანონსდა. თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის გავლით, სარკინიგზო პროექტს სახელიც შეურჩიეს და მას „თურქეთის კარიბჭე“ უწოდეს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, "თურქეთის კარიბჭის" სარკინიგზო პროექტს თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ნახჭევანის გავლით დიდი სტრატეგიული უპირატესობები ექნება. თურქეთი და აზერბაიჯანი ამტკიცებს, რომ „თურქეთის კარიბჭე“ ხელს შეუწყობს ცენტრალური აზიის თურქულენოვან ქვეყნებთან მტკიცე კავშირების დამყარებას, აგრეთვე მნიშვნელოვან სავაჭრო დერეფანს შექმნის ჩინეთთან. ორივე მხარის მტკიცებით, ეს პროექტი დიდ წვლილს შეიტანს ორმხრივ ვაჭრობასა და თურქეთისა და აზერბაიჯანის განვითარებაში, რაც უზრუნველყოფს ტრანსპორტირების ტარიფების შემცირებას.

ნახიჩევანის რკინიგზის მშენებლობას მაქსიმუმ 2 წელი დასჭირდება. პროექტის განსახორციელებლად პრაქტიკული სამუშაოების უახლოეს დღეებში დაიწყება. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება უკვე მზადდება.

ბაქო-ნახიჩევან-თურქეთის რკინიგზის BTK- სთან ინტეგრაცია განიხილება. მას შემდეგ რაც ნახიჩევანის რკინიგზის მშენებლობა დაანონსდა, ექსპერტების ნაწილში გაჩნდა განცდა, რომ საქართველო აღმოჩნდებოდა რკინის აბრეშუმის გზის მიღმა, თუმცა ლოგისტიკის ექსპერტების ნაწილს სჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას იმდენად მომგებიანი გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს, მისი კონკურენცია და სატრანზიტო ფუნქციის შესუსტება საფუძველს მოკლებულია.

იმისთვის, რომ საქართველო დარჩეს აბრეშუმის გზის რუკაზე ანგარიშგასაწევ მოთამაშედ, სპეციალისტების განმარტებით, უნდა შეიქმნას ერთობლივი საწარმო ყარსის რკინიგზაზე, რასაც ითვალისწინებს აზერბაიჯანთან დადებული ხელშეკრულება, რადგან მათი მტკიცებით, ეს არის სწორედ ის ადგილი, სადაც უნდა განხორციელდეს უცხოური ინვესტიციები. ასევე, ახალქალაქის რკინიგზის სადგური უნდა გახდეს საყრდენი პუნქტი, რომელიც უზრუნველყოფს ევროპული და რუსული სარკინიგზო სისტემების უმაღლეს დონეზე შეპირაპირებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system