თავში

ირანთან და იტალიასთან სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვები აიკრძალა

ირანთან და იტალიასთან სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვები აიკრძალა
ირანთან და იტალიასთან სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვები აიკრძალა

დღეიდან შეჩერებულია სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვები სახმელეთო გზით შეწყდა. 

ინფორმაცია report.ge-ს  „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში" დაუდასტურეს.

მათი ცნობით, 28 თებერვლიდან შეჩერებულია საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის გაცემა და გაცემული ნებართვის მოქმედება ირანის ისლამურს რესპუბლიკასთან და იტალიასთან. 

„ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, 2020 წლის 28 თებერვლიდან შეჩერებულია საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის გაცემა და გაცემული ნებართვის მოქმედება ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან და იტალიასთან. ასევე, 27 თებერვლიდან ორი კვირის განმავლობაში საკვალიფიკაციო ცენტრში მიმდინარე და დაგეგმილი სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია“, - აცხადებენ "სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში."

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system