თავში

IRI: უმუშევრობა მოსახლეობის უმთავრესი პრობლემაა

IRI: უმუშევრობა მოსახლეობის უმთავრესი პრობლემაა
IRI: უმუშევრობა მოსახლეობის უმთავრესი პრობლემაა

IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, ქვეყნისთვის უმწვავეს პრობლემად  უმუშევრობას ასახელებს რესპოდენტთა 53%-ი.  18%-ი უმთავრეს პრობლემად ცხოვრების მაღალ ხარჯებს და მაღალ ფასებს მიიჩნევს. 6%-ისთვის უმნიშვნელოვანესი და ყველაზე მტკივნეული სიღარიბეა. 

გამოკითხულთა მხოლოდ 3% პირველ ადგილზე აყენებს დაკარგული ტერიტორიების საკითხს. პენსიებს, ჯანდაცვას და განათლებას კი 2-2% მიიჩნევს პრობლემატურ საკითხად. 

მთავრობის არაკომპეტენტურობა, დანაშაული, შიდა კონფლიქტები, კორუფცია, ინფლაცია და სოფლის მეურნეობა გამოკითხულთა 1-1%-ისთვისაა პრობლემატური.

კვლევის საველე სამუშაოები საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დაკვეთით, 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM). კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მაცხოვრებელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system