თავში

ირიგაციის პრობლემა სოფლის მეურნეობაში

ირიგაციის პრობლემა სოფლის მეურნეობაში
ირიგაციის პრობლემა სოფლის მეურნეობაში

სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი, მეცნიერი კობა კობალაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ აგრარული სექტორის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორების კვლევას ეხმაურება. როგორც ის report.ge-თან  აღნიშნავს, სექტორის განვითარების შემაფერხებელ ძირითად ფაქტორებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ირიგაციის პროცესის მართვა, რაზეც მოსავლის სასიცოცხლო ფუნქციაა დამოკიდებული. კობალაძის თქმით, ირიგაციის პრობლემა შეეძლოთ დიდი ხნის წინაც მოეგვარებინათ, მაგრამ არ გაკეთდა, რის გამოც დღეს საქართველოში მოსავლიანობა, ასევე პირუტყვის სულადობა,  ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად მცირდებოდა.

,,სოფლის მეურნეობაში ბევრი პრობლემაა, მაგრამ მათ შორის ირიგაცია არის მთავარი, რომლის გარეშეც უბრალოდ არ მოდის მოსავალი  და სიცოცხლე ვერ ვითარდება. შეიძლება ითქვას, რომ  წყალი არის თვითონ სამშენებლო მასალა მოსავლის მისაღებად - მცენარის დაცვის საშუალება. გლობალური დათბობა მიმდინარეობს და ტრანსპირაციის შედეგად ხდება მცენარის გაგრილება. წყალს ბევრი სასიცოცხლო ფუნქცია გააჩნია. სამწუხაროდ, წყლით მდიდარ ქვეყანაში ჩვენ  არც დასალევი წყალიც გვაქვს (ბევრი სოფელი განიცდის სასმელი წყლის სიმცირეს) და არც - სარწყავი. დღეში 1 ძროხას სჭირდება საშუალოდ 75-80 ლიტრი წყალი, რითაც ვერ უზრუნველვყოფთ და პირუტყვის სულადობა ამის გამოც მცირდება. მნიშვნელოვანია, რომ მილიორაციის პრობლემას მოხსნის, რასაც ადრევე უნდა მიმხვდარიყვნენ. აზრი არ აქვს არც თესვას, არც ხვნას და არც მეცხოველეობის განვითარებას თუკი წყალი არ გვექნება და შესაბამის ინფრასტრუქტურას არ განვავითარებთ", - აცხადებს კობა კობალაძე.

მისი თქმით, საქართველო მდიდარია გრუნტი წყლებით, თუმცა მტკნარი წყლის სიმცირე აღინიშნება.

,,დღეს მსოფლიოში წყალი არათანაბრადაა განაწილებული. მაგალითად აფრიკაში დღეში მხოლოდ 2-3 ლიტრი წყლის დახარჯვა შეუძლია ადამიანს, საქართველოში ეს მაჩვენებელი 200 ლიტრ  შეადგენს, რუსეთსა და ამერიკაში ყველაზე მეტია - დაახლოებით 700-800 ათას ლიტრამდე წყლის დახარჯვა შეუძლია ადამიანს. სერიოზული პრობლემაა, დედამიწის 2/3-ს წყალი შეადგენს, მაგრამ მტკნარი წყალი (სასმელი და სასიცოცხლო) ძალიან ცოტაა. თუმცა გრუნტის წყლები დიდი რაოდენობითაა როგორც საქართველოში, ასევე საქარის უდაბნოშიც, მაგრამ თავის დროზე არ იფიქრეს და არ გააკეთეს", - დასძენს მეცნიერი.

ცნობისთვის, აგრარული სექტორის მნიშვნელოვან გამოწვევებს შორის, რომლებიც ბიზნეს ასოციაციის კვლევის შედეგად გამოიკვეთა, არის მიწის ფრაგმენტაციისა და აღრიცხვის საკითხი, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტექნიკის დეფიციტი და ასევე არასაკმარისად გამართულ ინფრასტრუქტურა, მაგალითად, ირიგაციის პროცესის მართვა, და შრომითი რესურსების შეუსაბამო კვალიფიკაციაზე. ეს უკანასკნელი, ბიზნეს ასოციაციის განმარტებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასშტაბური და განვითარებაზე ორიენტირებული მეურნეობებისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system