თავში

ირლანდიაში 6 კვირიანი ლოკდაუნი გამოცხადდა

ირლანდიაში 6 კვირიანი ლოკდაუნი გამოცხადდა
ირლანდიაში 6 კვირიანი ლოკდაუნი გამოცხადდა

ირლანდის მთავრობამ ქვეყანაში 6 კვირიანი ლოკდაუნი დააწესა.

მთავრობის ამ გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყანაში ეპიდვითარების დამძიმება გახდა.  

სკოლები და ბაღები ფუნქციონირებას განაგრძობენ. დაიხურა არასასიცოცხლო მნიშვნელობის მაღაზიები, სილამაზის სალონები, რესტორნები მხოლოდ მიტანის სერვისით იმუშავებენ.

გადაადგილების ნებადართული არეალი სახლიდან 5 კილომეტრის ფარგლებში იქნება.

მართალია ლოკდაუნის ხანგრძლივობა 6 კვირას შეადგენს, თუმცა 4 კვირის შემდეგ მთავრობა გადაწყვეტილებას გადახედავს და თუ ეპიდვითარება მისცემს შესაძლებლობას, ლოკდაუნს შეწყვეტს.

ირლანდიაში კორონავირუსს 1 852 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ინფიცირების შემთხვევა 50 993-ს უტოლდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system