თავში

ირლანდიაში სრული კარანტინი გამოცხადდა

ირლანდიაში სრული კარანტინი გამოცხადდა
ირლანდიაში სრული კარანტინი გამოცხადდა

ირლანდიის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ახალი შტამის სწრაფი გავრცელების გამო, ქვეყანაში, მეხუთე დონის, სრული კარანტინი გამოცხადდება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მთავრობის ახალი განკარგულების თანახმად, აკრძალულია ოლქებს შორის გადაადგილება. მოქალაქეებს საკუთარი უბნის დატოვების უფლება მხოლოდ სამსახურში წასვლის ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ექნებათ. 

ირლანდიის მაცხოვრებლებს საახალწლოდ სტუმრად მხოლოდ ერთი ოჯახის მიღება შეეძლებათ. ამასთან, 1 იანვრიდან გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ყველა ვიზიტი აიკრძალება. 

მეხუთე დონის კარანტინი ირლანდიაში სულ მცირე 12 იანვრამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ვაქცინაცია ირლანდიაში 30 დეკემბრიდან დაიწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system