თავში

ისრაელთან ლეგალურ დასაქმებაზე მემორანდუმი გაფორმდა

ისრაელთან ლეგალურ დასაქმებაზე მემორანდუმი გაფორმდა
ისრაელთან ლეგალურ დასაქმებაზე მემორანდუმი გაფორმდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორიმ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმის მიზანი,საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების გაფართოება და შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვაა.

“ ჯანდაცვის მინისტრმა და ისრაელის ელჩმა საქართველოში ხელი მოაწერეს მემორანდუმს. მემორანდუმი საქართველოსა და ისრაელს შორის თანამშრომლობას ითავლისწინებს,რათა საქართველოს მოქალაქეებმა ისრაელში უსაფრთხოდ და ლეგალურად იმუშაონ.ეს ის დეტალებია,რომლებიც ჩვენი მოქალაქეებისათვის ცნობილი მას შემდეგ გახდება, როცა კონკრეტულად განხორციელების პროტოკოლზე და მექანიზმებზე შევთანხმდებით.ამის შემდეგ კი მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ“- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია.

შეგახსენებთ, რომ დასაქმებისა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დროებითი დასაქმების შესაძლებლობების გახსნა, მთავრობას პრიორიტეტთა ნუსხაში აქვს გაწერილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system