თავში

ისტორიული მეტოქეები Apple და Spotify დამეგობრდნენ

ისტორიული მეტოქეები Apple და Spotify დამეგობრდნენ

ისე გამოვიდა, რომ Apple და Spotify – ორმა მეტოქემ, ურთიერთობის პოზიტიური განვითარება გადაწყვიტა. ინფორმაციას Daily mail წერს.

დაახლოებით, 2 თვის წინ, პირველად გაჟღერდა ინფორმაცია, რომ Spotify უმტკივნეულოდ მოერგებოდა „ეფლის“ iOS ოპერაციულ სისტემას და ეს დღეც დადგა.

ორშაბათ დილას, Spotify-ს ბოლო განახლების შემდეგ, ახალი ვერსია Spotify 8.5.26 ჩაეშვა, რამაც „ეფლის“ iOS 13 მომხმარებლებს ამ მუსიკალურ აპლიკაციასთან უფრო ახლოს მეგობრობის შესაძლებლობა მისცა.

ახალი ამბავი კი ისაა, რომ Spotify-ს გამოყენება „ეფლის“ ხმოვანი ასისტენტის დახმარებით, უკვე შესაძლებელია. უბრალოდ, Siri-ს გარკვევით უნდა უთხრათ, რომ Spotify-ზე გინდათ მუსიკის მოსმენა. სხვა შემთხვევაში, ის კომპოზიციებს, რა თქმა უნდა, Apple Music-დან ან თქვენს მოწყობილობაში არსებული მუსიკალური ბიბლიოთეკიდან შემოგთავაზებთ.

Siri და Spotify-ს ურთიერთობა, ასევე, „ეფლის“ სხვა პროდუქტების ოჯახის შემთხვევაშიც მუშაობს: iPhone, iPad, Carplay, AirPods და HomePod, AirPlay-თ.

გარდა ამისა, Spotify-ს აპლიკაცია Apple TV-ს მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system