თავში

იტალიაში მორალური კრიზისი დაიწყო

იტალიაში მორალური კრიზისი დაიწყო
იტალიაში  მორალური კრიზისი დაიწყო

 იტალია სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით კორონავირუსით ყველაზე მეტად  დაზიანდა. ბოლო მონაცემებით, ვირუსით დაინფიცირებულია 260 ადამიანზე მეტი, ხოლო 7 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა. მთავრობამ 10 ქალაქის ჩაკეტვის  გადაწყვეტილება მიიღო.

საზოგადოება პანიკამ მოიცვა. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ იტალიაში კრიმინალები გამოჩდნენ, რომლებიც ყალბ დოკუმენტებს იყენებენ იმისთვის, რომ მოტყუებით შევიდნენ ადამიანების ბინებში და ძვირადღირებული ნივთები წამოიღონ. ისინი თავს ექიმებად ასაღებენ, მათი იდენტიფიცირება პირბადეების მასიური გამოყენების გამო რთულდება.

სხვადასხვა ჯანდაცვის დაწესებულებები პირბადეების დეფიციტს განიცდიან. მოქალაქეები მის შეძენას ონლაინ მაღაზიებში ცდილობენ, თუმცა ფასებმა ამ და სხვა ჰიგიენურ საშუალებებზე საგრძნობლად მოიმატა. პირბადე, რომელიც 1 ცენტი ღირდა, ახლა 10 ევრო ღირს. გაფილტრული წყლის ფასი კი, 7 ევროდან 39 ევრომდე გაიზარდა. ამის შესახებ მილანის მთავარი პროკურორის მოადგილე, ტიციანა სიცილიანა საუბრობს. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. 

წყარო: Reuters

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system