თავში

იტალიური კალია ყველაზე მეტად სასაზღვრო რეგიონებს აზარალებს

იტალიური კალია ყველაზე მეტად სასაზღვრო რეგიონებს აზარალებს
იტალიური კალია ყველაზე მეტად სასაზღვრო რეგიონებს აზარალებს

"იტალიური კალია დიდწილად აზიანებს ჩვენს სასაზღვრო რეგიონებს. ეს არის დედოფლის წყარო, სიღნაღი, კახეთის რეგიონი. წელს დაფიქსირდა კალიები საგარეჯოს რეგიონშიც," - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრმა განმარტა, რომ ვრცელდებოდა არაკომპეტენტური და არასწორი ინფორმაცია, თითქოს საქართველოს გადაუვლიდა უდაბნოს კალიების ნაკადი, რაც, მინისტრის თქმით,  არ მომხდარა. რაც სეეხება იტალიურ კალიას, მინისტრი განმარტავს, რომ მათი მიგრაცია ხდება მეზობელი ქვეყნებიდან. წელს კი მათი აქტივობა მომატებულია კლიმატური პირობებიდან გამომდინარე.

„ვცადეთ მოსახლეობისთვის ინფორმაცია მიგვეწოდებინა, რომ დისკომუნიკაცია არ ყოფილიყო ამ საკითხთან მიმართებით. წლიდან-წლამდე საქართველოში სასოფლო სამეურნეო კულტურისთვის საფრთხეს წარმოადგენს იტალიური კალია. მასთან ბრძოლა მიმდინარეობს, ეს არის საკარანტინო მავნებელი და ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამა კალიებთან ბრძოლასთან დაკავშირებით, რომელიც ყოველ წელს ხორციელდება. მათი მიგრაცია ხდება ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან. ჩვენ გვესმის მომატებულია აქტივობა კლიმატური პირობებიდან გამომდინარე. ძალიან თბილი ზაფხული იყო და პოპულაცია გაზრდილია. ჩვენ გვიწევს მავნებელთან ბრძოლა საქართველოს დიდ ტერიტორიაზე. ეს ეხება როგორც მთიანი კახეთის, ისე ქვემო ქართლს, თბილისისა და მცხეთის შემოგარენში. აღმოსავლეთ საქართველო მთლიანად არის მოცული და მიდის მავნებელთან ბრძოლა“, - განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, წელს კალიების გავრცელების მაჩვენებელი მაღალია. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის შემდეგ, კალიების დიდი რაოდენობა ამჯერად წეროვანში გამოჩნდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში კალიის საწინააღმდეგოდ 35 ათასი ჰექტარი ფართობია დამუშავებული.

ცნობისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა მცხეთა–მთიანეთის რეგიონში, სოფელ წეროვანის მიმდებარე ტერიტორიაზე შეწამვლით სამუშაოებს ახორციელებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system