თავში

საქარველოში მსოფლიო დონის იტალიური ყავის ბრენდი შემოვიდა

იტალიური ყავის ბრენდი შემოვიდა

მსოფლიო დონის იტალიური ბრენდი, Tonino Lamborghini Espresso საქართველოშია. როგორც ბრენდის საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენელობაში აცხადებენ,Tonino Lamborghini Espresso 2 თვეა უკვე 50-მდე მაღალი კლასის კაფე-ბარში იყიდება. საუბარია, 100%-იან ყავაზე არაბიკაზე, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან,თხილის და შოკოლადის მოხალვით (არომატით). ყავა მარცვლის სახით იყიდება, თუმცა,მისგან შეიძლება დამზადდეს როგორც ესპრესო, ისე თურქუული და ფილტრის ყავა. როგორც Tonino Lamborghini Georgia-ს მმართველი პარტნიორი გიორგი ლომიძე განმარტავს, ეს არის ყავა, რომელიც პრემიუმ სეგმენტზეა გათვლილი. მისი განცხადებით,ბრენდის პოზიციონერობა და აქცენტები იტალიური მხარის მიერ კონტროლდება.


„სამწუხაროდ. ყველა კაფეში არ შევდივართ, წარმოდგენილები ვართ მხოლოდ პრემიუმ სეგმენტში. მათ შორის, „ამბასადორი თბილისი“ და „ამბასადორი კაჭრეთი“, ბიზნეს ცენტრი „ქინგ დევიდი“, სქაი ბარი, დაინინგ რუმი, ნაის რუმი“-აცხადებს ლომიძე.


როგორც ლომიძე განმარტავს, კომპანია უფრო ხარისხზეა ორიენტიებული, ვიდრე რაოდენობაზე. შესაბამისად, Tonino Lamborghini Georgia ბაზრის ლიდერი იქნება ხარისხის და არა რაოდენობრივი თვალსაზრისით. მისივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში კომპანია საცალო სეგმენტის ათვისებას გეგმავს. ამ მიმართულებით მიმდინარეობს ბაზრის კვლევა იტალიელი პარტნიორების მიერ. Tonino Lamborghini-ს ჯგუფში გარდა ყავისა, შედის ყავის, ჩაის, ენერგეტიკული სასმელების, ცხელი შოკოლადის და სხვა ლაქშერი მიმართულებებიც, რომელიც საქართველოში ეტაპობრივად შემოვა.

„ეს არის ის ცნობილი ოჯახი,რომლებმაც ასევე მანქანის ცნობილი ბრენდი ლამბორგინი შექმნა.ჩვენს ბრენდს აქვს ენერგეტიკული სასმელიც,რომელიც იტალიაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. .მომავალი წლიდან ვგეგმავთ თბილისის ცენტრალურ უბანში შოუ-რუმის მოწყობასაც, თუმცა, ამ ეტაპზე კონკრეტული ლოკაციის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს“-აცხადებს ლომიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system