თავში

იწყება თუ არა მორიგი "დიდი დეპრესია"

იწყება თუ არა მორიგი "დიდი დეპრესია"
იწყება თუ არა მორიგი დიდი დეპრესია

სავაჭრო ბირჟებზე სიტუაცია დამძიმდა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ეკონომიკა 30-იანი წლების "დიდი დეპრესიის" შემდეგ ასეთ ცუდ მდგომარეობაში ჯერ არ ყოფილა. 

Bloomberg-ის მონაცემებით ევროპული ინდექსები დაახლოებით 2%-მდე შემცირდა. შემცირებულია აზიური ინდექსებიც. 

მიუხედავად იმისა, რომ ნავთობმწარმოებელი ქვეყნები შეთანხმდნენ წარმოების შემცირებაზე,ნავთობის ფასი მაინც დაეცა. აშშ-ს ნავთობის ფასი 79 ცენტით შემცირდა და 20$-ს ჩამოსცდა. შემცირდა Brent-ის ფასიც.

IMF-ის განცხადებთ წელს გლობალური ეკონომიკა 3%-ით შემცირდება რაც 2009 წლის კრიზისის 0.1%-იან მაჩვენებელს გაცილებით აღემატება. სავალუტო ფონდის წამყვანმა ეკონომისტმა ჯიტა გოპინამ განაცხადა, რომ მსოფლიოს კორონავირუსი შესაძლოა $9 ტრილიონი დაუჯდეს რაც უფრო მეტია ვიდრე იაპონიის და გერმანიის ერთიანი შიდა პროდუქტი გაერთიანებული. ეს ორი კი მესამე და მეოთხე ყველაზე მძლავრი ეკონომიკის მქონე ქვეყნებია და ამ შედარებით, ცხადი ხდება რამხელა ზარალზეა საუბარი. 

წყარო: apnews

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system