თავში

ირაკლი ღარიბაშვილი გარდაბანში ჩავიდა

ირაკლი ღარიბაშვილი გარდაბანში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი გარდაბანში ჩავიდა

იუსტიციის სახლის თანამშრომელთა ხელფასები იზრდება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გარდაბნის იუსტიციის სახლის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. იუსტიციის მინისტრმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აღნიშნული გადწყვეტილების მხარდაჭერისათვის მადლობა გადუხადა, რომელიც იუსტიციის სახლის გახსნას დაესწრო. იუსტიციის სახლის გახსნას აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში, ფაიგ გულიევიც დაესწრო. 

გარდაბნის იუსტიციის სახლი დღეს, 24 ივნისს, გაიხსნა. ის ქვემო ქართლის რეგიონში მე-4 ფილიალია, რომელმაც მოძველებული, საბჭოთა პერიოდის ინფრასტრუქტურა ახალი, თანამედროვე ევროპული შენობით ჩაანაცვლა. მისი ფართი 1000-მდე კვადრატული მეტრია. ფილიალში, მომსახურების სივრცეებთან ერთად, ქორწინების დარბაზიცაა განთავსებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system