თავში

იუსტიციის სახლთან შესაძლოა იახტკლუბი აშენდეს

იუსტიციის სახლთან შესაძლოა იახტკლუბი აშენდეს
იუსტიციის სახლთან შესაძლოა იახტკლუბი აშენდეს

უსტიციის სახლთან შესაძლოა, იახტკლუბი მოეწყოს. პროექტი მერიის არქიტექტურის სამსახურთან უკვე შეთანხმებულია. საუბარია, 3 სართულიან შენობაზე, რომელსაც მიწისქვეშა ავტოსადგომიც ექნება.

„კომპლექსის პირველ სართულზე განთავსდება: მთავარი შესასვლელი, რეცეფცია და დაცვის ოთახი, იახტ კლუბი, დირექციის ოთახი, მაშველების ოთახი თავისი სათავსოთი, სარემონტო სახელოსნო თავისი საწყობით, სანკვანძის ოთახები; მეორე სართულზე განთავსდება: სპორტული-საწყლოსნო ტურისტული საგამოფენო დარბაზი და სველი წერტილები; მესამე სართულზე კი კლუბი მოეწყობა. საპროექტო მოცულობის კომპოზიცია დინამიური ფორმის წყალობით და ფასადებზე გამოხატული ფანჯრის ღიობების ელემენტებით იახტის მბოლიზმს მოგვაგონებს. პროექტში გათვალისწინებულია სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნით რკინის კონსტრუქციის საევაკუაციო კიბის მოწყობა, შენობა აღჭურვილია, ავარიული ხანძარსაწინააღმდეგო, გასასვლელისკენ მიმართულების მაჩვენებლებით. მშენებლობის პროექტის გათვალისწინებით მდინარე მტკვრის პირას მდებარე პანდუსზე, დენდრობაღი გაშენდება, ვინაიდან საკადასტრო ტერიტორიის 60% განლაგებულია საპროექტო შენობა, ხოლო ტერიტორიის დარჩენილ 20% ვალდებულებით გათვალისწინებულია სატრანსპორტო გზის მოწყობა. აქედან გამომდინარე ტერიტორიაზე ვერ ხერხდება სხვა ალტერნატიული ადგილის მოძებნა გამწვანებისათვის,“ - აღნიშნულია არქიტექტურის სამსახურში წარდგენილ განცხადებაში.

იახტკლუბის მოწყობას ტერიტორიაზე შპს „პრემიერ პარკი“ გეგმავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system