თავში

ივანე მაჭავარიანი : ასეთი თავისუფალი ბიზნესგარემო არასდროს ყოფილა

ივანე მაჭავარიანი : ასეთი თავისუფალი ბიზნესგარემო არასდროს ყოფილა
ივანე მაჭავარიანი : ასეთი თავისუფალი ბიზნესგარემო არასდროს ყოფილა

საქართველოში ვცხოვრობ ბოლო 45 წელიწადია, აქედან 20 წელზე მეტი ვარ ბიზნესში, ერთი წელი ვარ საჯარო სამსახურში და ერთ რამეს ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, ასეთი თავისუფალი ბიზნესგარემო არ ყოფილა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მამუკა ხაზარაძის  განცხადებების კომენტირებისას განუცხადა. მოძრაობა „ლელოს“ ლიდერის თქმით, წინა ხელისუფლების დროს ბიზნესს ატერორებდნენ ფულის ამოღების მიზნით, დღეს კი, არსებობს ბიზნესის კონტროლის თემა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ  თუ ვინმეს აქვს პრეტენზიები კონკრეტული ფაქტები უნდა დადონ და დაასაბუთონ.

„ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით. დანარჩენი, თუ რომელიმე კონკრეტულ კომპანიაზე კონკრეტული შემთხვევაა, დადონ ფაქტები და თუ არ ექნება რეაგირება, მერე შეიძლება ვილაპარაკოთ. დანარჩენი, კიდევ გიმეორებთ, რაც ამ ქვეყანაში კერძო საკუთრება გამოცხადდა, ჯერ კიდევ კომერციული მაღაზიები დაიწყო სარდაფებში, აი, იქიდან მოყოლებული დღემდე, ასე თავისუფალი არ ყოფილა ბიზნესი. ამას იმიტომ არ გეუბნებით, რომ მთავრობის წევრი ვარ, შეიძლება, დღეს ვარ ხვალ არ ვიყო მთავრობის წევრი. თუ აქ ცხოვრობდა ამ წლების განმავლობაში ადამიანი და ამ სფეროსთან შეხება ჰქონდა, ამას დაადასტურებს, ეს ფაქტია. იქნება გამონაკლისი, რამე ქეისი, ვიღაცას რაღაც პრობლემა, გამოიტანოს სააშკარაოზე, დაასაბუთოს და ვილაპარაკოთ“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system