თავში

ივანე მაჭავარიანი: დეკემბერ-იანვარში ინფლაცია აღარ გვაქვს

ივანე მაჭავარიანი: დეკემბერ-იანვარში ინფლაცია აღარ გვაქვს
ივანე მაჭავარიანი: დეკემბერ-იანვარში ინფლაცია აღარ გვაქვს

"დეკემბერ-იანვარში ინფლაციური პროცესი აღარ გვაქვს", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფარგლებში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და დაამატა, რომ წლის მეორე ნახევრიდან ინფლაცია დაუბრუნდება მიზნობრივ დონეს.

"გასული წლის მეორე ნახევარში ინფლაციურმა მაჩვენებელმა გადააჭარბა მიზნობრივ მაჩვენებელს და წლის ბოლოს 7%-ს მიაღწია, ხოლო საშუალო წლიურმა მაჩვენებელმა 4,9% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ უკვე იქონია გავლენა ინფლაციურ პროცესებზე და ვხედავთ მისი შემცირების ტენდენციას. თუ მხედველობაში არ მივიღებთ სეზონურ ფაქტორებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დეკემბერ-იანვარში ინფლაციური პროცესი აღარ გვაქვს და არსებული პროგნოზებით, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლესი შეფასებით, წლის მეორე ნახევრიდან ეს უკვე აისახება ინფლაციის წლიურ მაჩვენებელზე, შედეგად ინფლაცია დაუბრუნდება მიზნობრივ დონეს", - განაცხადა მაჭავარიანმა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, ინფლაციის შემცირება სწორი ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის შედეგია. მისი თქმით, გასული წელი დასრულდა მნიშვნელოვანი დადებითი პარამეტრებით, რომელშიც დიდი წვლილი შეიტანა საგადასახადო შემოსავლების ადმინისტრირების გაუმჯობესებამ.

"2019 წლის ბიუჯეტი დავგეგმეთ ეკონომიკური ზრდის 4,5%-იან მაჩვენებელზე, თუმცა შიდა დაძაბულობისა თუ საგარეო შოკების მიუხედავად, ჩვენმა ეკონომიკამ მნიშვნელოვანი მდგრადობა აჩვენა. შედეგად, წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ 5,2% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობაზე ყურადღება გამახვილებულია ყველაზე მაღალი ნდობის მქონე სამივე სარეიტინგო კომპანიის ანგარიშში. განხორციელებულ რეფორმებთან ერთად, სწორედ ეკონომიკის მდგრადობაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რის გამოც სამივე კომპანიამ გაგვიუმჯობესა სუვერენული რეიტინგი", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system