თავში

ივანე მაჭავარიანი: ინფლაცია ქვემოთ მოდის

ივანე მაჭავარიანი: ინფლაცია ქვემოთ მოდის
ივანე მაჭავარიანი: ინფლაცია ქვემოთ მოდის

"ინფლაცია ქვემოთ მოდის და მიზნობრივისგან შორს აღარ არის", - ამის შესახებ დღეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მინისტრმა განმარტა, რატომ გაძვირდა ზოგიერთი პროდუქტი საქართველოში.

"პანდემიის დასაწყისიდანვე, ინფლაციის მიმართულებით, მსოფლიო ეკონომიკაში ორი ტრენდი იყო - მოთხოვნა ყველგან შემცირდა, რაც თავისთავად ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით მუშაობდა, თუმცა დასაწყისში, გაზაფხულის პირველივე თვეებიდან იყო მიწოდების რღვევა და ერთი მხრივ - ეკონომიკური ფუნდამენტის საფუძველი გვეუბნებოდა, რომ ინფლაცია უნდა წამოსულიყო ქვემოთ, მაგრამ ზოგიერთ პროდუქტზე მიწოდების ჯაჭვების შეფერხების გამო, ფასების აწევა მოხდა. ეს მალევე აღმოიფხვრა და მე არ მახსენდება მაგალითი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, რომ რამის მიწოდებაზე იყოს დეფიციტი. ამ ეტაპზე ინფლაცია მოდის ქვემოთ, შორს აღარ არის მიზნობრივისგან და ვფიქრობ, ამ მხრივ საფრთხე არ გვემუქრება“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, სექტემბერში წლიური ინფლაცია 3.8%-ს გაუტოლდა, 2020 წლის მიზნობრივი ინფლაცია 3%-ზეა გათვლილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system