თავში

ივანე მაჭავარიანი: ხარჯების შემცირებისას ყველა კაპიკს გამოვეკიდეთ

ივანე მაჭავარიანი: ხარჯების შემცირებისას ყველა კაპიკს გამოვეკიდეთ
ივანე მაჭავარიანი: ხარჯების შემცირებისას ყველა კაპიკს გამოვეკიდეთ

"არ ვთაკილობდით, ყველა კაპიკს გამოვეკიდეთ. ესაა პრაქტიკულად ხელახალი ბიუჯეტი, სრულად გადააზრებული," - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს მთავრობის მიერ შემუშავებულ 2020 წლის კრიზისულ ბიუჯეტთან დაკავშირებით განუცხადა.

„ბიუჯეტის მთლიანი გადააზრება და მისი სტრუქტურის შეცვლა ხდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არაა ის სტანდარტული ცვლილებები, რომლებიც წლიდან წლამდე ხდებოდა, ესაა პრაქტიკულად ხელახალი ბიუჯეტი, სრულად გადააზრებული, ცვლილებები, თავისი მასშტაბით არის ძალიან დიდი. ჯამში 600 მილიონამდეა დანაზოგი, 300 მილიონი კაპიტალურ და 300 მილიონი ლარი მიმდინარე ხარჯების ნაწილში იმ ბიუჯეტთან შედარებით, რაც 2019 წლის ბოლოს მომზადდა. დაწყებული მივლინებით, საწვავით, ადმინისტრაციული ხარჯებით, ჩვენ აქ არ ვთაკილობდით, ყველა კაპიკს გამოვეკიდეთ და ზოგგან 100 000 და ზოგგან 200 000 ლარი შევამცირეთ, რომ მაქსიმალურად გამოგვეთავისუფლებინა ფინანსები, რომლებიც საჭიროა პანდემიასთან ბრძოლის ღონისძიებების დაფინანსებისა და მიყენებული ზარალის საკომპენსაციოდ. შევეცადეთ, რომ ის ხარჯები, რომლებიც პამნდემიის პირობებში არარელევანტური გახდა, მაქსიმალურად შეგვემცირებინა. ასევე, დონორი ორგანიზაციებიდან მოგვეძიებინა თანხები და ამ რესურსის ხარჯზე შეგვექმნა რამდენიმე პროგრამა. ეს იყო სოციალური მხარდაჭერის მსხვილი პაკეტი, ბიზნესის მხარდამჭერი პაკეტი, ცალკე იყო სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი და დეველოპმენტის მხარდამჭერი პაკეტი,“-აღნიშნა მაჭავარიანმა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system