თავში

ივანე მაჭავარიანი: ქვეყანა კრიზისს ფინანსურად მომზადებული ხვდება

ივანე მაჭავარიანი: ქვეყანა კრიზისს ფინანსურად მომზადებული ხვდება
ივანე მაჭავარიანი: ქვეყანა კრიზისს ფინანსურად მომზადებული ხვდება

საქართველოს მთავრობა საერთაშორისიო სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის მნიშვნელოვან ზრდას გეგმავს. 

როგორც ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, მთავრობას სხვა დონორ ორგანიზაციებთანაც აქვს მოლაპარაკებები. 

"მსოფლიოს ეკონომიკა ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. ყველაზე მძიმე დარტყმას მიიღებს ეკონომიკის ისეთი მნიშვნელოვანი სექტორი, როგორიც არის ტურიზმი და მასთან მომიჯნავე სექტორები. ამ კუთხით საქართველო შედარებით უფრო მოწყვლადია, რადგან ეს სფეროები და ეს სექტორები ჩვენი ეკონომიკის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს მეორე საკმაოდ ნეგატიური ფაქტორი, რაც არის ნავთობის ფასების კოლაფსი. ამან დამატებით ჩვენი ეკონომიკა დამატებითი გამოწვევის წინაშე დააყენა. მინდა დაგარწმუნოთ რომ მთავრობასა და ეროვნულ ბანკს გააჩნია ყელა ინსტრუმენტი ამ გამოწვევებზე საპასუხოდ და ჩვენ მარტო არ ვართ. ამ დღეებში ჩვენ გვქონდა ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, დონორ ორგანიზაციებთან, რომლებთან ერთადაც ჩვენ შევიმუშავებთ ეკონომიკის მხარდამჭერ ღონისძიებებს. პირველ რიგში ამ ეტაპზე ვთანხმდებით საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, განახლებულ მაკროეკონომიკურ სურათზე, რომელიც იქნება ანტიკრიზისული ღონისძიებების ჩარჩო," - ამბობს ფინანსთა მინისტრი და განმარტავს, რომ  კრიზისულ ვითარებას ფინანსთა სამინისტრო საკმაოდ მომზადებული ხვდება. 

"ჩვენ გასული ფისკალური წელი საკმაოდ კარგად დავასრულეთ, გვქონდა საგადასახადო შემოსავლების ისტორიულად გადაჭარბება, შევქმენით მნიშვნელოვანი ფისკალური ბუფერები. მოცულობით პაკეტს წარვადგენთ სტიმულირებებისთვის,"- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. 

შეგახსენებთ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 9%-ზე დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system