თავში

ივანე მაჭავარიანი: სიგარეტის "ლეგალური კონტრაბანდა" უნდა შეწყდეს

ივანე მაჭავარიანი: სიგარეტის "ლეგალური კონტრაბანდა" უნდა შეწყდეს
ივანე მაჭავარიანი: სიგარეტის ლეგალური კონტრაბანდა უნდა შეწყდეს

პარლამენტში უკვე შესულია თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში, ასევე „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც ე.წ გასახვევი თამბაქო და ელექტრონული სიგარეტები (სსხვა თამბაქოს ნაწარმი) დაბეგვრას დაექვემდებარება.


როგორც ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი ამბობს, მას შემდეგ, რაც გასულ წელს თამბაქოზე აქციზი გაიზარდა, ამან გამიწვია მწეველთა უმრავლესობის გადასვლა ე.წ გასახვევ თამბაქოზე.

მინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც პარლამენტი დაამტკიცებს ცვლილებებს და გასახვევი თამბაქოც დაბეგვრის რეჟიმში მოექცევა, ეს დააკომპენსირებს იმ დანაკლისს, რაც ერთი ტიპის თამბაქოდან მეორე ტიპის თამბაქოს მოხმარებაზე გადასვლამ გამოიწვია. ამასთან მინისტრი ამბობს იმასაც, რომ გასახვევ თამბაქოზე გადასახადი იქნება ზომიერი და ის კვლავ დარჩება ხელმისაწვდომი მწეველებისთვის.

„თქვენ იცით, რომ შარშან მოხდა თამბაქოს აქციზის ზრდა, იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ასევე ადგილობრივ ე.წ უფილტროზე. ამან გამოიწვია ის, რომ ძალიან დიდი რაოდენობით მომხარებლები გადავიდნენ ასაწონ თამბაქოზე, რომელიც არ იბეგრებოდა პრაქტიკულად. თავიდანვე დაგეგმილი იყო, რომ დაბეგრილიყო ასაწონი თამბაქოც, თუმცა დაგვიანდა, გაიწელა პარლამენტში. აუცილებელია, რომ დაიბეგროს. ზრდაზე კი არ არის აქცენტი, უბრალოდ არ იბეგრება, ერთ-ერთი მთავარი აქციზური საქონელი არ იბეგრება, მაშინ რას ვერჩით საწვავს და ა.შ? თანაც, ამით ნაწილობრივ დაკომპენსირდება ის დანაკარგი, რომელოცი მოხდა ამ გადანაცვლებით, როცა მომხმარებლების დიდი ნაწილი გადავიდა გასახვევ თამბაქოზე, რომელიც საერთოდ არ იბეგრებოდა. შესაბამისად დაბეგვრა მანდაც იქნება ნორმანული, ზომიერი, ისე რომ ხელმისაწვდომობა მაინც იყოს მწეველისთვის,“ - აცხადებს მაჭავარიანი.

მინისტრის თქმით, რეგულაცია შეეხება ელექტროსიგარეტსაც, რომელიც დღეს ქვეყანაში ლეგალურად, მაგრამ „კონტრაბანდულად“ შემოდის.

„პარლამენტში შესულია ინიციატივა. აუცილებელია ეგეც მოწესრიგდეს და მოექცეს დაბეგვრის რეჟიმში. ლეგალურ კონტრაბანდას ვეძახით ჩვენ მაგას. ყველას გადმოაქვს ახლობლისთვის, ნაცნობისთვის თითო ყუთი. ლეგალურია, მაგრამ კონტრაბანდაა იმიტომ, რომ მწარმოებლები არ არიან თანახმა იმ პირობებით და იმ რეგულაციების პირობებში შემოვიდნენ, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს და მე მგონი ჩვენი რეგულაციები უნდა გაუტოლდეს ევროპულს," - აცხადებს ფინანსთა მინისტრი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system