თავში

ივანიშვილი წყალტუბოს გადასარჩენად ყველა ტურისტულ ობიექტს იყიდის

ივანიშვილი წყალტუბოს გადასარჩენად ყველა ტურისტულ ობიექტს იყიდის
ივანიშვილი წყალტუბოს გადასარჩენად ყველა ტურისტულ ობიექტს იყიდის

ბიძინა ივანიშვილის გეგმა, რომელზეც წერილში ისაუბრა, წყალტუბოს ტურისტული ობიექტების სრულ გამოსყიდვას გულისხმობს. მმართველი პარტიის ლიდერი, ირწმუნება, რომ ამას მხოლოდ წყალტუბოს ძველი დიდების აღსადგენად აკეთებს და ფინანსური მოგების მიღება, მის გეგმებში არ შედის. 

"მე გადავწყვიტე, გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია, კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში. ამავდროულად, საჯაროდ ვთავაზობ ქართულ ბიზნესს – მზად ვარ, პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა თუ დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში ჩაშვება, გავასხვისო ეს ობიექტები ნებისმიერ ინვესტორზე, რათა შემდგომში მან გააგრძელოს წარმატებული ოპერირება. ბუნებრივია, ჩემი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი, მაქსიმალური ფასი იქნება თვითღირებულება. ამავდროულად, მე მზად ვარ დაინტერესებულ ბიზნესს ეს პროექტები გადავცე ფასდაკლებით, ან უფრო მეტიც, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით." ამბობს ბიძინა ივანიშვილი. 

წერილში ასევე აღნიშნავს რომ პროექტის განხირციელებით აღდგება არა მარტო წყალტუბო, როგორც ტურისტული ქალაქი, არამედ ახალ სიცოცხლეს შეიძენს, მიმდებარე ტურისტული ღირსშესანიშნაობებიც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system