თავში

ნათია თურნავა: ივანიშვილის ინტერვიუში ადეკვატური პასუხი გაეცა საზოგადოების ბევრ კითხვას

ინტერვიუში ადეკვატური პასუხი გაეცა საზოგადოების ბევრ კითხვას
ნათია თურნავა: ივანიშვილის ინტერვიუში ადეკვატური პასუხი გაეცა საზოგადოების ბევრ კითხვას

„პარტიის თავმჯდომარის ინტერვიუში ადეკვატური პასუხი გაეცა ბევრ კითხვას, რომელიც შესაძლოა არსებობდეს საზოგადოებაში“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო ძალიან სიღრმისეული და ძალიან გულწრფელი ანალიზი, რაც ალბათ, ყველამ დაინახა.

„მათ შორის ეს ანალიზი მოიცავდა პასუხს იმ რადიკალური ფრთის განწყობების მიმართაც, ვინც ასე ვთქვათ, თავისი რადიკალიზმით ცდილობს, დესტრუქცია შემოიტანოს დღევანდელ განვითარებაში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, რაც შეეხება კონკრეტულ გზავნილებს, მისთვის, როგორც ეკონომიკის მინისტრისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა დასაქმებას.

„დიახ, სწორედ დასაქმება არის ჩვენი მთვარობის მთავარი პრიორიტეტი და ყველგან ვატარებთ ამ ხაზს, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის, პრივატიზების, საინვესტიციო პროცესების დაჩქარებაა, არამედ ეს ყველაფერი კეთდება ერთი მთავარი მიზნისთვის - გავზარდოთ დასაქმება და ეს ხაზი ასახულია ყველა ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში, დაწყებული განათლების რეფორმით და დამთვარებული თუნდაც მასობრივი პრივატიზებით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system