თავში

ივნისიდან შაქრის თვითუზრუნველყოფა გაიზრდება

ივნისიდან შაქრის თვითუზრუნველყოფა გაიზრდება
ივნისიდან შაქრის თვითუზრუნველყოფა გაიზრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ახლა, როცა ქვეყნები ეკონომიკური უსაფრთხოების კუთხით გააქტიურდნენ, საქართველოსთვის ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანი ხდება ადგილობრივი პროდუქციის წარმოება.

დავითაშვილმა აგარის შაქრის ქარხანაზე საუბრისას განაცხადა, რომ ივნისიდან, მას შემდეგ, რაც აგარის ქარხანა გაეშვება, შაქრის თვითუზრუნველყოფა გაიზრდება. კომბინატში ადგილობრივები დასაქმდებიან.

„ვხედავთ, რომ მიმდინარეობს აგარის ქარხნის სამუშაოები, რომელიც საშუალებას მისცემს კომპანიას რომ განაახლოს წარმოება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყანაში იწარმოებოდეს ადგილობრივი პროდუქცია იმისთვის, რათა ქართული თვით უზრუნველყოფა იგივე შაქრის ნაწილში გაიზარდოს. ჩვენ ახლებური მიდგომა გვაქვს, ქართულ წარმოებებს შეუწყოთ ხელი, რათა ქართული პროდუქციით დიდწილად დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა. ამიტომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად გვაქვს კომუნიკაცია ქარხნის ხელმძღვანელობასთან. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გეგმა რომლის მიხედვითაც უკვე რამდნიმე ასეული ადამიანი შეძლებს, განაახლოს მუშაობა აგარის განახლებულ ქარხანაში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საწარმოში მიმდინარე სამუშაოებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი გაეცნენ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, აგარის შაქრის ქარხანა 2020 წლის ივნისიდან ამოქმედდება.

ეკონომიკის მინისტრის პროგნოზით, აგარაში შაქრის წარმოების განახლებით, შესაძლებელია, შაქრის ადგილობრივი მოთხოვნა 50%-ით დაკმაყოფილდეს.

მთავრობამ "აგარის ქარხნის" წარმოების მხარდაჭერა ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში დააანონსა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „აგარის შაქარმა“ წარმოება 2016 წლის ნოემბერში გააჩერა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system