თავში

ივნისში ზოგიერთი პროდუქტი გაიაფდა

ივნისში ზოგიერთი პროდუქტი გაიაფდა
ივნისში ზოგიერთი პროდუქტი გაიაფდა

2020 წლის ივნისში წლიურმა ინფლაციამ 6.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო მაისთან შედარებით ფასები 1.4 პროცენტით შემცირდა. 

"ივნისში წინა თვესთან შედარებით, ფასების შემცირება სეზონური ფაქტორების გამო ზოგიერთი საკვების გაიაფებას უკავშირდება," - ასე აფასებს ეროვნული ბანკი სამომხმარებლო ფასები მცირედით კლებას ივნისის თვის მიმოხილვაში.

ყველაზე გამოსარჩევი კარტოფილის 42.2 პროცენტით გაიაფებაა, რამაც თვის ინფლაცია 0.7 პროცენტული პუნქტით (პპ) შეამცირა. 

მსოფლიოში ნავთობის ფასების შემცირების პარალელურად 8.8 პროცენტით გაიაფდა ბენზინი (0.2 პპ-იანი უარყოფითი წვლილი თვის ინფლაციაში). 

წინა თვეებთან შედარებით შემცირდა, თუმცა ჯერჯერობით კვლავ მაღალია სურსათის ინფლაცია. 

ივნისში სურსათის წლიურმა ინფლაციამ 13.9 პროცენტი შეადგინა. 

"ივნისის 6.1 პროცენტიანი ინფლაციიდან სურსათზე 4.0 პპ მოდიოდა (დიაგრამა 1.6.2), საიდანაც მხოლოდ ყველზე, ვაშლსა და ხორცზე - 1.4 პპ. სიგარეტი 12.9 პროცენტით იყო გაძვირებული (წვლილი ინფლაციაში 0.4 პპ). ივნისში წლიური ინფლაციის შემცირების მიმართულებით ყველაზე მეტად, 0.9 პპ-ით, ბენზინის 25.6 პროცენტით გაიაფება მოქმედებდა. საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, 6.2 პროცენტამდე მოიმატა და ბოლო ოთხი წლის მანძილზე პირველად გადააჭარბა მთლიან ინფლაციას. ამის მიზეზი ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლის კურსის გაუფასურებით და პანდემიის გამო ფირმების საოპერაციო ხარჯების ზრდით გამოწვეულ პროდუქტების გაძვირებას უკავშირდება," - აღნიშნულია სებ-ის ივნისის თვის მიმოხილვაში.

სებ-ის განმარტებით, 2020 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით საშუალო და ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე ფასებმა, შესაბამისად, 3.0 და 0.4 პროცენტით მოიმატა. 0.9 პროცენტით გაიზარდა ფასები მომსახურებაზე. ხანმოკლე მოხმარების საქონელზე ფასებმა 3.2 პროცენტით დაიკლო. წლიური მაჩვენებლების მიხედვით, ხანმოკლე, საშუალო და ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე ფასებმა, შესაბამისად, 7.0, 7.1 და 11.5 პროცენტით მოიმატა. მომსახურება 3.4 პროცენტით გაძვირდა.

დეტალურად, რა გაძვირდა და რა გაიაფდა ივნისში, ნახეთ ცხრილში:



ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system