თავში

ჯამში შემოწმებულია 47 435 კომპანია

ჯამში შემოწმებულია 47 435 კომპანია
ჯამში შემოწმებულია 47 435 კომპანია

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, 12 იანვრის მდგომარეობით, 318 ობიექტი შემოწმდა და პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე 318-ვე ობიექტის მიმართ ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება გაიცა.

28 ნოემბრიდან 12 იანვრის ჩათვლით პერიოდში, ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფების მიერ ჯამში 47 435 კომპანია შემოწმდა, მათგან 25 913 კომპანიის მიმართ ცნობიერების ამაღლების კამპნიები განხორციელდა.

ამასთან, ფერაძის თქმით, 14 588 ობიექტი განმეორებით შემოწმდა და ყველა კომპანია, რომელშიც რემონიტორინგი განხორციელდა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ რეკომენდაციებს სრულად აკმაყოფილებდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system