თავში

ჯამუ და ქაშმირი ტურისტებისთვის გაიხსნა

ჯამუ და ქაშმირი ტურისტებისთვის გაიხსნა
ჯამუ და ქაშმირი ტურისტებისთვის გაიხსნა

ინდოეთის ჩრდილოეთში მდებარე შტატი ჯამუ და ქაშმირი ტურისტებისთვის გაიხსნა. რეკომენდაცია, რომელიც უსაფრთხოების მიზნით, ტურისტებს ჯამუ და ქაშმირის დატოვებას ურჩვდა, გაუქმდა. ინფორმაციას "ინდია თუდეი" ავრცელებს. 

2 აგვისტოს, ინდოეთის ხელისუფლებამ გამოსცა რეკომენდაცია, რომლითაც ტურისტებსა და ინდუს მომლოცველებს უსაფრთხოების პრობლემების გამო, ჯამუ და ქაშმირის ტერიტორიის რაც შეიძლება სწრაფად დატოვება ურჩია, რის შემდეგაც შტატმა ტურისტების მიღება შეწყვიტა.

5 აგვისტოს, ინდოეთის პრეზიდენტმა შტატ ჯამუს და ქაშმირს კონსტიტუციით გათვალისწინებულ სპეციალურ სტატუსს ჩამორთმევის დებულებას მოაწერა ხელი.

ინდოეთის კონსტიტუციის 370-ე მუხლის თანახმად, ქაშმირის სპეციალური სტატუსი რეგიონს ფართო ავტონომიას ანიჭებდა. კერძოდ, ჯამუს და ქაშმირს საკუთარი კონსტიტუციის და დროშის ქონის უფლებას აძლევდა, ისევე, როგორც დამოუკიდებლობას შიდა საკითხებში.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იმრან ხანიმ შტატ ჯამუ და ქაშმირისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებული სპეციალური სტატუსის ჩამორთმევა საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად შეაფასა.

ინდოეთმა და პაკისტანმა ქაშმირი 1947 წელს გაიყვეს, როცა დამოუკიდებლობა მოიპოვეს. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ქაშმირისთვის მხარეებმა ორჯერ იომეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system