თავში

ჯანდაცვაში ჯიბიდან გადახდების წილი საქართველოში კვლავ მაღალია

ჯანდაცვაში ჯიბიდან გადახდების წილი საქართველოში კვლავ მაღალია
ჯანდაცვაში ჯიბიდან გადახდების წილი საქართველოში კვლავ მაღალია

ჯანდაცვის სახელმწიფო დაფინანსება საქართველოში გასამმაგდა. 2010-19 წლებში ის 1.3 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. 

ამის შესახებ აღნიშნულია Galt&Taggart-ის ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვაში. 

დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო დაფინანსების ზრდის შედეგად, ჯიბიდან გადასახადების წილი 73%-დან 56%-მდე შემცირდა იმავე პერიოდში. ჯიბიდან გადახდების წილი საქართველოში კვლავ მაღალია ევროკავშირის (16%) და რეგიონის შესადარის ქვეყნებთან შედარებით (38%). 

ჯანდავის ექსპერტების განმარტებით, ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა ჯიბიდან გადახდების წილის 30%-მდე შემცირებას გეგმავს 2030 წლისთვის.

"რეფორმების ახალი ტალღა მიზნად ისახავს ჯანდაცვის მომსახურების ხარჯთეფექტურობის გაუმჯობესებას: 1) საყოველთაო ჯანდაცვა გახდა უფრო მიზნობრივი 2017 წლიდან, 2) იგეგმება საავადმყოფოებისა და გადაუდებელი დახმარების სერვისების დაფინანსების DRG (დიაგნოზთან შეჭიდული დაჯგუფება) მოდელის დანერგვა, 3) საავადმყოფოების ინფრასტრუქტურისა და ადამიანური რესურსების ახალი სტანდარტები ამოქმედდება 2021 წლიდან," - აღნიშნულია  მიმოხილვაში. 

ჯანდაცვის ექსპერტების შეფასებით, მართალია, ჯანდაცვის სახელმწიფო დაფინანსება საქართველოში გასამმაგდა, თუმცა სახელმწიფო დანახარჯები ჯანდაცვაზე მშპ-სთან მიმართებაში კვლავ დაბალია.

კვლევის თანახმად, საქართველოში შინამეურნეობების მთლიანი ხარჯების 10.8% ჯანდაცვაზე იხარჯება. ჯანდაცვის წილი შინამეურნეობების დანახარჯებში ევროკავშირთან შედარებით 3-ჯერ მაღალია. 

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში ჯანდაცვაზე დანახარჯები მშპ-ს 7%-ს შეადგენდა 2019 წელს, რაც ახლოსაა შესადარისი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელთან, თუმცა დანახარჯები ერთ სულ მოსახლეზე კვლავ ბევრად დაბალია ევროპისა და რეგიონის ქვეყნებთან შედარებით. აქვე განმარტებულია, რომ შერჩეული ქვეყნების უმრავლესობასთან შედარებით, საქართველოში ჯიბიდან გადახდები მშპ-სთან მიმართებაში მაღალია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system