თავში

ჯანდაცვაზე დანახარჯით საქართველო ბოლო ადგილზეა

ჯანდაცვაზე დანახარჯით საქართველო ბოლო ადგილზეა
ჯანდაცვაზე დანახარჯით საქართველო ბოლო ადგილზეა

ჯანდაცვაზე დანახარჯით, საქართველო ბოლო ადგილზეა. ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი KAS EPRC-ის ეკონომიკური არენის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.

კვლევაში აღნოშნულია, რომ 2012 წელს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების (მათ შორის ჯანმრთელობის დაზღვევა) ჯამური დაფინანსება 332 მლნ ლარს შეადგენდა. 

ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება ყოველწლიურად მზარდია და 2019 წელს მილიარდ ლარს აჭარბებს. 

მისი უდიდესი წილი, 70%-ზე მეტი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯებია. 

"საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში ჯიბიდან გადახდების წილი შემცირდა. თუმცა, 2017 წლის მონაცემებით, ჯანდაცვის დანახარჯების დაახლოებით 55%-ს მოსახლეობა კვლავ საკუთარი ჯიბიდან იხდიდა. მიუხედავად ბოლო წლებში ჯანმრთელობაზე დანახარჯების მნიშვნელოვანი ზრდისა, არსებული მონაცემებით, ევროპის რეგიონის ქვეყნებს შორის, საქართველო ჯერ კიდევ ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა სახელმწიფო ჯანდაცვაზე დანახარჯის წილით როგორც მთლიან ჯანდაცვაზე დანახარჯებში (2017 _ 38%), ასევე მშპ-სა (2017 _ 2.9%) და სახელმწიფო ბიუჯეტში (2017 _ 10%)," - ვკითხულობთ კვლევაში. 

კველევით დასტურდება, რომ 2011-2018 წლებში კლინიკების რაოდენობა 229-დან 273- მდე გაიზარდა. 

“ჭარბი სამედიცინო ინფრასტრუქტურა, ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებების გათვალისწინების გარეშე იქმნებოდა. კლინიკების რაოდენობის ასეთი სწრაფი ზრდა თავიდანვე არასწორად დაგეგმილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგი იყო. მთავრი პრობლემა კი ჯანდაცვაზე მზარდი ფინანსებია, კერძოდ, საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის ყოველწიური მატება," -აღნიშნულია კვლევაში.

„ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობისა და დანახარჯების კვლევის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამ შეამცირა სერვისებზე ფინანსური ბარიერები, განსაკუთრებით ჰოსპიტალურ სერვისებზე, ფინანსური ხელმისაწვდომობა გაიზარდა მედიკამენტებსა და ლაბორატორიულ გამოკვლევებზე. 2017 წელს მოსახლეობის 82% ეძებდა სამედიცინო მომსახურებას, თუკი ავადმყოფობდა 6 თვის განმავლობაში, მაშინ როდესაც იგივე მონაცემი 2014 წელს იყო 79%. იმ პაციენტების რაოდენობა, ვინც აცხადებს, რომ სჭირდებოდა ჰოსპიტალიზაცია, მაგრამ ვერ მოხვდნენ საავადმყოფოში, შემცირდა, კერძოდ 2.2% 2014 და 1.2% 2017 წელს“, - ვკითხულობთ კვლევაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system