თავში

ჯანდაცვის მინისტრი: ჩვენი ტარიფები კლინიკებისთვის წამგებიანი არ იქნება

ჯანდაცვის მინისტრი: ჩვენი ტარიფები კლინიკებისთვის წამგებიანი არ იქნება
ჯანდაცვის მინისტრი: ჩვენი ტარიფები კლინიკებისთვის წამგებიანი არ იქნება

ჩვენი ტარიფები არ აიძულებს კლინიკებს, რომ იმუშაონ წაგებაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის 520-ე დადგენილების კომენტირებისას განაცხადა და ჟურნალისტებს მოუწოდა 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით გამოძიება ჩაატარონ. მინისტრი ამ დადგენილების საჭიროებაში, მოზნობრიობასა და პოზიტიურობაში დარწმუნებულია.

მისივე თქმით, კლინიკები რეგულაციის და დაბალი ფასის გამო მომსახურების ხარისხს ვერ შეამცირებენ, რადგან ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო ყველაფერს გააკეთებს ხარისხის უზრუნველსაყოფად.

„სამედიცინო სფერო არის ის სფერო, რომელიც ყველაზე მეტ რეგულირებას მოიცავს. ჩვენი გეგმა არის ის, რომ გამოვიყენებთ ყველა იმ ინსტრუმეტს, რომელსაც იყენებს ევროპის ქვეყნები და ამერიკა იმისთვის, რომ პაციენტს ჰქონდეს უსაფრთხოდ მიწოდებული სერვისები. გარდა ამისა, ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ ის გადაცდომები, რომლებიც არსებობს“, - განაცხადა ეკა ტიკარაძემ და დასძინა, რომ კლინიკების 521-ე დადგენილებას კომერციული ინტერესების გამო აპროტესტებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system