თავში

ჯანდაცვის სამინისტროდან 80-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს

ჯანდაცვის სამინისტროდან 80-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს
ჯანდაცვის სამინისტროდან 80-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროდან 80-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს. გათავისუფლებულთა შორის ძირითადად ყოფილი მინისტრის დავით სერგეენკოს კადრები მოხვდნენ. ცვლილებები თითქმის ყველა დეპარტამენტს და მათ ხელმძღვანელ პირებს შეეხო.

Report.ge ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პრეს-სამსახურში გვითხრეს, რომ სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის დასრულებამდე აღნიშნულ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებენ. ჩვენი ინფორმაციით, ჯანდაცვის უწყება თანამშრომელთა ნაწილმა უკვე დატოვა. სანდო წყარო გვიყვება, თანამშრომლებს აიძულებენ, წასვლის შესახებ განცხადება თავად დაწერონ.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტროდან თანამშრომელთა გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია, ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის უწყება ჩაიბარა და სამინისტროში რეორგანიზაცია გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system