თავში

ჯანდაცვის სისტემის უმთავრეს პრობლემად წამლების სიძვირე სახელდება

ჯანდაცვის სისტემის უმთავრეს პრობლემად წამლების სიძვირე სახელდება
ჯანდაცვის სისტემის უმთავრეს პრობლემად წამლების სიძვირე სახელდება

NDI-ს მიერ გამოკითხული მოსახლეობის 56% ფიქრობს, რომ ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა წამლების საფასურია. გამოკითხული მოსახლეობის 29% ფიქრობს, რომ ასევე პრობლემაა სამედიცინო მომსახურების და ექიმთან ვიზიტების საფასური; 17%-ის აზრით, პრობლემაა საავადმყოფოების და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა; 15% ფიქრობს, რომ პრობლემაა ექიმების და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობა; 12%-ის აზრით, ჯანდაცვის სისტემაში არ არის პრობლემები; 8% პრობლემად წამლების დაბალ ხარისხს ასახელებს; 7% - კორონავირუსთან დაკავშირებული გამოწვევები; 5% - ბიუროკრატია ჯანდაცვის სისტემაში; 3% - ცუდი ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა საავადმყოფოებში; 2% - სამედიცინო საშუალებების ფასი; 1% - ცუდი სანიტარული პირობები საავადმყოფოებსა და კლინიკებში. პრობლემების შესახებ არ იცის 9%-მა.

 საქართველოს მასშტაბით 2 045 სატელეფონო ინტერვიუ ჩაიწერა წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვა ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,3 პროცენტია.

კვლევა NDI-მ 6-11 აგვისტოს პერიოდში ჩაატარა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system