თავში

ჯანმრთელობის დაზღვევის აქტიური პოლისები მოსახლეობის 16.3%-ს აქვს

ჯანმრთელობის დაზღვევის აქტიური პოლისები მოსახლეობის 16.3%-ს აქვს
ჯანმრთელობის დაზღვევის აქტიური პოლისები მოსახლეობის 16.3%-ს აქვს

ჯანმრთელობის დაზღვევის აქტიური პოლისების რაოდენობამ 607.2 ათასს (მოსახლეობის 16.3%) მიაღწია 2020 წლის ივნისის მდგომარეობით. 

ამის შესახებ აღნიშნულია galt & taggart-ის ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვაში. 

დოკუმენტის მიხედვით, ჯანმრთელობის დაზღვევის მოზიდული პრემიის მოცულობა ერთ პოლისზე შეადგენდა დაახლოებით 390 ლარს 2018-19 წლებში.

რაც შეეხება, სადაზღვეო ბაზარს და მის გადანაწილებას კომპანიებზე, იმედი L, ჯი-პი-აი ჰოლდინგი და არდი ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის უმსხვილესი მოთამაშეები არიან.  სხვა კომპანიებზე ნაწილდება ბაზრის 21,4%. 

რაც შეეხება, მოზიდული პრემიებით სადაზღვეო კომპანიების შედეგებს, გასულ წელს სადაზღვეო პოლისებით მოზიდული პრემიებით ლიდერთა სამეული დაკომპლექტდა იმედი L-ით, პსპ დაზღვევითა არდი დაზღვევით. 

სადაზღვევო ინდუსტრიამ 9 თვეში 44 მლნ-იანი წმინდა მოგება მიიღო. მონაცემი წლიურ ჭრილში 31%-ითაა გაზრდილი.

 სადაზღვევო კომპანიებს საზედამხედველო კაპიტალი წელს აღარ გაეზრდებათ, მოთხოვნა 2021 წლის ბოლომდე გადავადდა. ამ დროისთვის ინდუსტრიისთვის მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი 4,2 მლნ ლარია, მომავალში კი მისი 7,2 მლნ ლარამდე ზრდაა დაგეგმილი.

რაც შეეხება ინდუსტრიის პანდემიამდელ მდგომარეობას, 2019 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ (პირდაპირი დაზღვევის საქმიანობის მიხედვით) გამომუშავებულმა პრემიამ (ბრუტო) 571,4 მლნ. ლარი შეადგინა, საიდანაც 38,2 პროცენტი სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 14,8 პროცენტი - ქონების დაზღვევაზე, 9,1 პროცენტი - სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 7,7 პროცენტი - სიცოცხლის დაზღვევაზე, 1,6 პროცენტი - უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (28,6 პროცენტი) სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ დამდგარი სადაზღვევო ზარალი (ბრუტო) 522,0 მლნ. ლარით განისაზღვრა, რომლის 48,6 პროცენტი ქონების დაზღვევაზე მოდის, 36,3 პროცენტი - სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე, 2,8 პროცენტი - სიცოცხლის დაზღვევაზე, 2,3 პროცენტი - სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 0,1 პროცენტი - უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (9,9 პროცენტი) სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.

იმისთვის, რომ გაიგოთ, როგორ გადააწყო პანდემიამ სადაზღვევო ბაზარი და როგორია ეს სექტორი სტატისტიკის მიღმა, ასევე, ყველაფერი სადარღვევო ინდუსტრიის შესახებ, იკითხეთ report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system