თავში

ჯავახელი ფერმერები წარმოების დივერსიფიცირებას გეგმავენ

ჯავახელი ფერმერები წარმოების დივერსიფიცირებას გეგმავენ
ჯავახელი ფერმერები წარმოების დივერსიფიცირებას გეგმავენ

სამცხე-ჯავახეთში ფერმერები აგრარული ბაზრის დივერსიფიცირებას ცდილობენ. როგორც ისინი report.ge-თან აღნიშნავენ, რეგიონში კარტოფილი მონოკულტურაა და შესაძლებელია მაღალ დონეზე განვითარდეს ასევე სხვა ბოსტნეული კულტურების წარმოებაც, აგრეთვე მეხილეობა, რა მხრივად განსაკუთრებით ნუშს აქვს დიდი პოტენციალი.  ახალქალაქელი ფერმერი მახარე მაცუკატოვი  მთავარ დაბრკოლებად მარაგების მართვასა და რეალიზაციას მიიჩნევს. მისი თქმით, ეს არის ყველაზე სუსტი რგოლი, რა მხრივაც ფერმერებს მთავრობის დახმარება დასჭირდებათ.

,,ჯავახეთში ვცდილობთ, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტების გარკვეული დივერსიფიცირება მოვახდინოთ. კარტოფილი მონოკულტურაა მუნიციპალიტეტში და მთელი მოსახლეობა ამ მოსავალზეა დამოკიდებული. სხვადასხვა პერიოდში იყო შემთხვევები, როცა მოსავალი გაუფუჭდათ ან ნაკლები რაოდენობით მიიღეს და პრობლემა შეექმნათ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ხარისხი გაუმჯობესდეს, ამ მიზნით პატარა-პატარა სათბურებიც კი გავაკეთეთ კერძო ინიციატივით, ვის რა შესაძლებლობაც აქვს. წელს, მართალია, კარგია მოსავალია, მაგრამ ფასი დაბალია, ფერმერების დიდ ნაწილს საბანკო ვალდებულებები აქვს, ხოლო იაფად გაყიდვა არ უნდათ. ამიტომ ვთავაზობთ, რომ სხვადასხვა კულტურის მოყვანით დაკავდნენ, შემოსავალი გაეზრდებათ და მეტნაკლებად დაცული იქნებიან. ამ მხრივ მნიშვნელოვანი წარმოების  დივერსიფიცირება, კერძოდ, ბროკოლის, კომბოსტოს და კიტრის, ასევე ბოსტნეულის წარმოების დიდი ბოტენციალია. შესაძლებელია,როგორც სეზონური წარმოება, ასევე სასათბურე მეურნეობების განვითარებაც, რომ წარმოების უწყვეტი ხაზი გაჩნდეს. მეხილეობიდან ნუშის პოტენციალია, განსაკუთრებით მაღალმთიან ადგილებში, ყინვაგამძლე მცენარეა და შესაძლებელია, მისი წარმოება რეგიონში მაღალ დონეზე განვითარდეს. ცხადია, ამას შესაბამისი ცოდნის გარეშე ვერ გააკეთებ, სწავლება, ტექნოლოგიური განვითარება და  მთავრობის მხრიდან კეთილი ნებაა საჭირო, რომ მარაგების მართვასა და ბაზრების მოძიებაში დაგვეხმარონ.  ფერმერებს მხარდაჭერა ამ ეტაპზე სჭირდებათ, მერე საკუთარ თავს მიხედავენ", - ამბობს მახარე მაცუკატოვი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system