თავში

ჯეფ ბეზოსი შესაძლოა გაასამართლონ

ჯეფ ბეზოსი შესაძლოა გაასამართლონ
ჯეფ ბეზოსი შესაძლოა გაასამართლონ

კორპორაცია Amazon-ის ხელმძღვანელები, მათ შორის კომპანიის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი აშშ-ის კონგრესის მოტყუებაში არიან ეჭვმიტანილები. შესაბამისი გამოძიება საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა ჩაატარა.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ Amazon საიტზე მომხმარებლების მიერ განთავსებულ პროდუქტებს აკოპირებდა და ძიების შედეგებს აყალბებდა, რათა  საკუთარი ბრენდების გაყიდვები გაეზარდა. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჯეფ ბეზოსის მიერ შემუშავებული პოლიტიკა ითვალისწინებდა თანასწორ კონკურენტუნარიან გარემოს იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვინ არის პროდუქტის გამყიდველი. წარმომადგენელთა პალატის სასამართლო კომიტეტი აცხადებს, რომ აღნიშნული პოლიტიკა სიცრუეა და Amazon საკუთარ პროდუქტებს კერძო პირების მიერ გასაყიდ საქონელზე წინ აყენებს. ამას გარდა, საიტი მომხმარებლებს ძებნის შედეგებში პირველს თავად Amazon-ის მიერ წარმოებულ პროდუქტებს უჩვენებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ კერძო პირის იმავე მახასიათებლების პროდუქტი უფრო პოპულარულია.

ორშაბათს, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სასამართლო კომიტეტის ხუთმა წევრმა წერილი მისწერა ამაზონის ხელმძღვანელს, ენდი ჯასის, რომელმაც ივლისში ბეზოსი ჩაანაცვლა. 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სასამართლო კომიტეტის წევრები აცხადებენ, რომ კომპანიის ხელმძღვანელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებას არ გამორიცხავენ. 

პალატის სასამართლო კომიტეტი 2019 წლიდან იძიებს კონკურენციას ციფრულ ბაზრებზე, მათ შორის, როგორ იყენებს Amazon მესამე პირების - გამყიდველების მონაცემებს თავისი პირადი მიზნებისთვის. 

თავად კომპანია Amazon-ის წარმომადგენლები ყველანაირ ბრალდებას უარყოფენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system