თავში

Johnson & Johnson სასამართლომ $7 მილიარდით დააჯარიმა

Johnson & Johnson სასამართლომ $7 მილიარდით დააჯარიმა
Johnson & Johnson სასამართლომ $7 მილიარდით დააჯარიმა

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Johnson & Johnson $7 მილიარდით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება ფილადელფიაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გამოიტანა. როგორც CNN Business იუწყება, კომპანიას ბრალად ედება ანტიფსიქოზური პრეპარატის Risperdal-ის გვერდითი ეფექტების დამალვა, რაც როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, მამრობითი სქესის პაციენტებში მკერდის გაფართოებას იწვევს.

მოსარჩელე მხარე მერილენდის მცხოვრები ნიკოლას მიურეის პრეპარატს 2003-2008 წლებში, ექიმის დანიშნულებით მოიხმარდა. მისი მტკიცებით, წამალმა გინეკომასტია (მკერდის ზრდა) გამოიწვია.


Johnson & Johnson განაჩენს არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას აპირებს.


აღსანიშნავია, რომ ფარმაცევტული გიგანტის წინააღმდეგ, Risperdal–ის პრეპარატის გამო, ამ ეტაპისთვის 13 ათასი საჩივარია შესული. Johnson & Johnson ცოტა ხნის წინ, ასევე ისეთი ნარკოტიკებისა და ტკივილგამაყუჩებლების წარმოებაში დაადანაშაულეს, რომელიც რისკებს წარმოშობს. პროცესი შტატებში ე.წ. ოპიოიდური ეპიდემიითაა ცნობილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system