თავში

ჯონდი ბაღათურია: ჩინოვნიკები და ბიზნესი ღარიბებს ძარცვავენ - VIDEO

ჯონდი ბაღათურია: ჩინოვნიკები და ბიზნესი ღარიბებს ძარცვავენ - VIDEO

სააფთიაქო ქსელში წამლების ფასებს სპეკულაციურად ადგენენ, ჩინოვნიკები კი წილში ჰყავთ, - ამის შესახებ Report.ge-ს ქართული დასის ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ განუცხადა. მისი თქმით, სააფთიაქო ბიზნესში შექმნილია ხელოვნური მონოპოლია, რასაც ხელს უწყობენ და სასათბურე პირობებს უქმნიან მაღალჩინოსნები. როგორც ბაღათურიამ Report.ge-ს უთხრა, მან პრეპატარების ფასების გადასამოწმებლად საქართველოში ყველაზე გაყიდვადი წამლების, "კაპტოპრილის" და "კარდიომაგნილის", საკონტროლო შესყიდვები რუსეთში,თურქეთსა და საქართველოში განახორციელა. ბაღათურიას ინფორმაციით, ფასთა სხვაობა 100%-ს აღემატება.

"რუსული წარმოების "კარდიომაგნილი" ღირს 8 ლარი და 80 თეთრი, საქართველოში ის 139,7 %-ით ძვირია. მიაქციეთ ყურადღება, ესაა ერთი და იგივე ქვეყნის პრეპარატი დაექსპორტებული საქართველოსა და რუსეთში. კიდევ უფრო საინტერესოა რამდენად ძვირია ქართული წარმოების წამალი საქართველოში, ვიდრე რუსეთში დამზადებული რუსეთში. მაგალითად, საქართველოში ქართული წარმოების "კაპტოპრილი"(წნევის მარეგულირებელი) 50 მილიგრამიანი 12. 80 ლარი ღირს. რუსეთში რუსული ანალოგი 1.90 ლარი ღირს. 40 აბის ფასს შორის 673%-იანი სხვაობაა. რაც შეეხება, 25 მილიგრამიან "კაპტოპრილს", საქართველოში ქართული წარმოების 25 მილიგრამიანი პრეპარატი ღირს 9.70 ლარი, რუსეთში - 77 თეთრი. ფასთა სხვაობა 1259.7 %-ს შეადგენს," - აცხადებს ჯონდი ბაღათურია და დასძენს, რომ ამხელა მოგების მარჟა არცერთ ქვეყანაში არცერთ ბიზნესს არ აქვს.

ბაღათურია ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ პრეპატარების სიძვირე ყველაზე მეტად აზარალებს ქვეყნის ყველაზე მეტად მოწყვლად ფენას, პენსიონრებს.

"ესაა უნამუსობა, რომელსაც "ქართული ოცნების" ხელშეწყობით აკეთებს მსხვილი აფთიაქები. მდიდრდებიან ღარიბი ხალხის ხარჯზე. ამ პრეპარატებს მოხუცები, მოიხმარენ. ხომ იცით პენსიის ოდენობა? - სულ რაღაც 200 ლარია. ამ წამლებს რომ იყიდის მოხუცი, მშიერი დარჩება. მათი პენსია საარსებო მონიმუმის ნახევარია. პარლამენტარების ყოველთვიური ხელფასი 50000 ლარია," - აღნიშნავს ბაღათურია.

ცნობისთვის, "ქართულმა დასმა" მოამზადა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელშიც სააფთიაქო ქსელში პრეპარატების ფასწარმოქმნა უნდა დარეგულირდეს.როგორც ჯონდი ბაღათურია Report.ge - ს განუმარტავს, აუცილებელია ზღვრული ფასების ამოქმედება სააფთიაქო პროდუქტების ფასწარმოქმნის ყველა ეტაპზე, იქნება ეს საწარმოო, საბითუმო და საცალო ვაჭრობა. მისივე თქმით, ამ ტიპის რეგულაციები მოქმედებს საფრანგეთში, ბელგიაში, იაპონიაში, გერმანიაში.ბრიტანეთში, აშშ-ში, ინდოეთში. როგორც ბაღათურია ამტკიცებს, საკანონმდებლო პაკეტში გათვალისწინებულია ამ ქვეყნების პრაქტიკაც და ქართული ბაზრის თავისებურებებიც. მისევე თქმით, კანონპროექტი სააფთიაქო ბიზნესს სპეკულაციის საშუალება არ მისცემს.

კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში 2 დღის წინ დარეგისტრირდა. ქართველი კანონმდებლები პირველად მას ბიუროზე განიხილავენ, რის შემდეგაც მასზე ჯანდაცვის კომიტეტი იმსჯელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system