თავში

"ჯორჯიან ეარვეისმა“ თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვა

"ჯორჯიან ეარვეისმა“ თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვა
ჯორჯიან ეარვეისმა“ თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვა

„ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორი რომან ბოკერია ამბობს, რომ იძულებულია, ავიაკომპანიის თანამშრომლები 95%-ს უვადო, უხელფასო შვებულებაში გაუშვას.  

როგორც ბოკერიამ report.ge-ს განუმარტა, თანამშრომლების უხელფასო შვებულებაში დათხოვნის მიზეზი გაუქმებული რეისების გამო კომპანიაში შექმნილი ფინანსური კრიზისია.

"იძულებული ვართ თანამშრომლების 95% უვადო შვებულებაში გავუშვათ. მაქსიმალურად შევეცდებით სამსახურში რაც შეიძლება სწრაფად დავაბრუნოთ, მობილიზება გავუკეთოთ ფინანსურ სახსრებს. ჩვენი ყველაზე დიდი კაპიტალი, ჩვენი თანამშრომლებია“, - განუცხადა report.ge-ს ავიაკომპანიის დირექტორმა და დაამატა, რომ "ჯორჯიან ეარვეისი", მთავრობის მხრიდან ხელშეწყობის შემთხვევაში, მზად არის, ნებისმიერი ქვეყნიდან გამოიყვანოს საქართველოს მოქალაქეები. რომან ბოკერია მზადყოფნას გამოთქვამს ასევე ინდივიდუალური შეკვეთების შესრულებაზეც.

report.ge-ს კითხვაზე, რამდენად დროული და სწორია მთავრობის მხრიდან საჰაერო სივრცის ჩაკეტვა, ავიაკომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მთავრობის მაქსიმალური სიფრთხილე გამართებულია.

"რთულია მთავრობის კრიტიკა ამ შემთხვევაში. პანდემიაში გვიწევს ცხოვრება. საქართველო პატარა ქვეყანაა და თუ სიფრთხილის, პრევენციის, მაქსიმალური ზომა არ იქნა მიღებული, შეიძლება კატასტროფული შედეგიც მივიღოთ. მხოლოდ თბილისში მილიონ 700 ათასი ადამიანია თავმოყრილი. აქ ავიარეისებით სტიქიურად ჩამოსული მოქალაქეების მიერ ვირუსის იმპორტმა შეიძლება სავალალო შედეგი მოგვცეს. მიუხედავად იმისა, რომ ავიარეისების აკრძალვა ეკონომიკას სერიოზულად ურტყამს, მთავრობის გადაწყვეტილება აბსოლუტურად ლოგიკური და გამართლებულია," - განუმარტა report.ge-ს რომან ბიკერიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის მითითებით ხვალიდან საქართველოს ავიასივრცე იკეტება. წყდება ყველა ავირეისი საქართველოდან და საქართველოში. მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა. განხორციელდება მხოლოდ ის რეისები, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ იქნება კოორდინირებული. პრემიერის მრჩევლისა და პრესსპიკერის ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, ყველა ის ადამიანი ვინც შემოვა საქართველოს საზღვარზე, მიუხედავად იმისა რომელიც ქვეყნიდან მოდის, გადავა კარანტინის რეჟიმში. ჩიქოვანის განმარტებით, ლარსის, წითელი ხიდისა და სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან დამატებითი საკრანტინო სივრცეები მოეწყობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system