თავში

"ჯორჯიან კარგო" აუქციონზე ვერ გაიყიდა

"ჯორჯიან კარგო" აუქციონზე ვერ გაიყიდა
ჯორჯიან კარგო აუქციონზე ვერ გაიყიდა

საქართველოს ფოსტის შვილობილი კომპანია "ჯორჯიან კარგო" აუქციონზე ვერ გაიყიდა.

“საქართველოს ფოსტამ" „ჯორჯიან კარგოს” საკონტროლო პაკეტი (51%-იან წილი) 3.5 მილიონ ლარად გასაყიდად 14 ივლისს გამოიტანა.

აუქციონის პირობების თანახმად, შემსყიდველი ვალდებული იქნება 2 წლის განმავლობაში 8 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს. ამასთან, აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას შეეძლება საინვესტიციო თანხის მაგივრად შეიტანოს მანქანა-დანადგარები, მოწყობილობები, ავტო ტექნიკა, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ინვენტარი, რომელიც საჭიროა საერთაშორისო გადაზიდვებისა და ლოგისტიკის ბიზნესისათვის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system