თავში

ჯვარი-ხორგას დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ქსელის მოწყობა 16 მლნ ევრო ჯდება

ჯვარი-ხორგას ელექტროგადამცემი ქსელის მოწყობა 16 მლნ ევრო ჯდება
ჯვარი-ხორგას დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ქსელის მოწყობა 16 მლნ ევრო ჯდება

სამეგრელოში, ჯვარი-ხორგას დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ქსელის მშენებლობა იწყება - ამის შესახებ  სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა განაცხადა.

პროექტი ხორციელდება EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერით და მისი ღირებულება დაახლოებით 16 მლნ ევროს შეადგენს.

ნინო ვიბლიანის განცხადებით, პროექტს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია საქართველოს ენერგეტიკულ სისტემებს შორის დამატებითი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით და ასევე ხელს შეუწყობს რეგიონის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის უწყვეტ და საიმედო მიწოდებას.

პროექტის ფარგლებში, 56 კილომეტრი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზი აშენდება, დამონტაჟდება 271 ანძა. ამ დროისთვის დაწყებულია 270 ანძის მშენებლობა. რაც შეეხება დანარჩენ ნაკვეთებს, მათზე მშენებლობა არ იქნება, მათ მხოლოდ ელექტრო-გადამცემი ხაზი გადაკვეთს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system